28/05/21778 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრეზიდენტი - დიასპორის წევრებს უფლება უნდა მივანიჭოთ, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში

დამოუკიდებლობის დღიდან წარმოიშვა მძლავრი ახალი ემიგრაცია და ჩვენდაუნებურად საქართველო ემიგრაციის ქვეყნად იქცა. დღემდე ჩვენ ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, თუ რას ნიშნავს, რა პასუხისმგებლობასა და რა პოტენციალს წარმოადგენს, როცა ჩვენი მოსახლეობის ¼ - თითქმის მილიონნახევარი ადამიანი, საზღვრების მიღმა სწავლობს, ცხოვრობს მოღვაწეობს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში გამართულ დიასპორის ფორუმზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მათ უფლება უნდა ჰქონდეთ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში. ზურაბიშვილის განცხადებით, დიასპორამ საქართველოს პარლამენტში უნდა მოიპოვოს საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება ანუ რაღაც ფორმით წარმომადგენლობა.
„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ყველას ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი. წელს 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1921 წლის ოკუპაციამ პირველ პოლიტიკურ ემიგრაციას ქვეყანა დაატოვებინა. მეც, ისევე როგორც ბევრი თანამემამულე, ვინც დღეს ჩვენ გვისმენს, ემიგრაციაში დავიბადე. პოლიტიკური ემიგრაციისთვის ემიგრაცია დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების ფორმა იყო. ეს ბრძოლა დასრულდა 30 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენით და დღეს სიმბოლურად გენერალ კვინიტაძის სამშობლოში დაბრუნებით. დამოუკიდებლობის დღიდან წარმოიშვა მძლავრი ახალი ემიგრაცია და ჩვენდაუნებურად საქართველო ემიგრაციის ქვეყნად იქცა. დღემდე ჩვენ ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, თუ რას ნიშნავს, რა პასუხისმგებლობასა და რა პოტენციალს წარმოადგენს, როცა ჩვენი მოსახლეობის ¼ - თითქმის მილიონნახევარი ადამიანი საზღვრების მიღმა სწავლობს, ცხოვრობს, მოღვაწეობს. აქამდე ვიცოდით, რომ ქართველი, თუ არა იძულებით, დევნით, გადასახლებით, სხვაგვარად არ ტოვებდა სამშობლოს. დღეს კი მთელს მსოფლიოზე გაიშალა ჩვენი ემიგრაცია. ეს იწვევს დიდ ცვლილებებს თუნდაც ქართული ოჯახების სტრუქტურასა და ტრადიციებში, როდესაც თითქმის ყველა ოჯახის გარკვეული რაოდენობის წევრი უცხოეთში ცხოვრობს, როცა ბევრი ახალგაზრდა დედის გარეშე იზრდება, რამეთუ ის იძულებული გახდა სამსახური უცხოეთში დაეწყო. ჩვენი მსოფლმხედველობის ცვლილებასაც იწვევს -გარე სამყარო, რომელიც უმეტესწილად უცნობი და მიუწვდომელი იყო, დღეს დაგვიახლოვდა და გაგვიშინაურდა. მსოფლიოში გაბნეული ქართველები, საზოგადოების ყველა სექტორში მოღვაწეობენ, ისინი აკადემიკოსები და სტუდენტები, მომღერლები და კომპოზიტორები, მწერლები და მხატვრები, პოლიციის ოფიცრები, პოლიტიკოსები, ფერმერები, ბიზნესმენები თუ მუშები არიან. ისინი ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან. ისინი ასევე წარმოადგენენ ქვეყნის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს.
ჩვენი დიასპორის წევრებს უფლება უნდა მივანიჭოთ, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში, რაშიც მათ მხარდაჭერა სჭირდებათ ჩვენგან.
ჩვენს დიასპორას პოლიტიკური წარმომადგენლობა სჭირდება, დიასპორის დღეს მთელს ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, გაერთიანდეს ამ იდეის ირგვლივ, რომ პარლამენტში მოიპოვოს ჩვენმა დიასპორამ საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება ანუ რაღაც ფორმით წარმომადგენლობა. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის ჩართვა სახელმწიფოს მშენებლობაში, პრიორიტეტი უნდა იყოს. ეს კი აუცილებელია, რამეთუ საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენს საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებაზე, დაწყებული საკუთრების უფლებიდან, „მოქალაქეობის შესახებ კანონით“ დასრულებული,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA