26/05/21778 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სასამართლოს სჭირდება ხელშეწყობა და მას არ სჭირდება ბულინგი - მურუსიძე "კლანზე"

იუსტიციის სკოლასთან მოსამართლეთა კონფერენციის დაწყებამდე დაპირისპირება იყო - სამოქალაქო აქტივისტებმა კითხვების დასმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის, ირაკლი შენგელიასთვის კითხვები დასმა სცადეს. 
შენგელია ამტკიცებს, რომ სასამართლოში "კლანი" არ არსებობს და ის ისეთი დამოუკიდებელია, როგორც არასდროს.
"დღეს ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, არავითარი კლანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის, თქვენ კლანს უწოდებთ 320 მოსამართლეს, კლანი არ არსებობს, არაერთხელ გამიმეორებია. სწორ კონტექსტში გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი, არავითარი კლანი არ არსებობს სასამართლოს სისტემაში", - თქვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შენგელიამ. 
მოსამართლე ლევან მურუსიძე კი არასამთავრობოებს, საზოგადოების ნაწილსა და მედიას მოსამართლეების ბულინგსა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
"მე არ მინახავს არც გამოცდილება და არც ქვეყანა სადაც ხდებოდეს დიდი საქმეების კეთება ლანძღვა-გინებითა და კონკრეტულად მოსამართლეების დევნითა და მათი მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფით. შესაბამისად, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები, იღებენ დონორების ფულს და ამ დონორების ფულს იყენებენ იმაში, რომ დააბულინგონ მოსამართლეები, მათ მიმართ განახორციელონ მორალური ზეწოლა, როდესაც მაპატიეთ მაგრამ ტელევიზიაშიც 24 საათი 7 დღე მიმდინარეობს მოსამართლეების და სასამართლოს ლანძღვა-გინება, ამით ვერ გაკეთდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. სასამართლოს სჭირდება ხელშეწყობა და მას არ სჭირდება ბულინგი", - თქვა სააპელაციოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ. 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა კი თქვა, რომ თუ ისინი კლანი არიან და მოსამართლეებს უვადოდ არ გადანიშნავდნენ. 
"დღევანდელი კონფერენციის გადადებისთვის მიზეზად დასახელებული იქნა რეფორმის გატარების აუცილებლობა, წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რეფორმა ერთ ან ორ თვეში ვერ სრულდება", - თქვა მან. 
არჩევნების გადადებას ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძეც, რადგან მისი თქმით, ეს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს ფუნქციონირებას შეწყვეტს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY