21/05/212 301 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სიურპრიზად შემოგვთავაზეს, რომ აპირებდნენ ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევას - ნიკა მელიას ადვოკატი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მომავალი სასამართლო პროცესი 25 მაისს ჩაინიშნა. პროცესის გადადების მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. პროკურატურამ პროცესზე ვიდეომტკიცებულებები წარადგინა, ადვოკატ, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით კი, ეს წინასწარ არ იცოდნენ და სათანადოდ მომზადების საშუალება არ ჰქონდათ.
"ბოლო წუთამდე არ გვაცნობეს რომელი მოწმეების მოყვანას აპირებდნენ და დღეს სასამართლო პროცესზე სიურპრიზად შემოგვთავაზეს, რომ აპირებდნენ ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევას. რაც იყო შესაბამისად შეთანხმების დარღვევა. არის მრავალსაათიანი ვიდეო მასალა, დაცვის მხარეს, რა თქმა უნდა, უნდა მოგვცემოდა შესაძლებლობა, რომ სათანადოდ, ჯეროვანი დაცვის განსახორციელებლად გაგვეარა წინასწარ ეს ვიდეომასალა და მოვმზადებულიყავით შესაბამისი განმარტებიბისათვის", - თქვა გიორგი კონდახიშვილმა. 
პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს მოწმის ვინაობა იმიტომ არ შეატყობინეს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესის დაწყება ვიდეოჩანაწერების დემონსტრირებით გადაწყვიტეს. 
ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა შემდეგ პროცესზე დაიწყება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY