20/05/212 100 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნიკა გვარამიას პასუხი წულუკიანს - უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური მინისტრის პასუხად

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს პასუხობს და აცხადებს, რომ შეფუთული ტყუილებით და აბსურდული ბრალდებებით ის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს.
გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
"ქალბატონი წულუკიანი კვლავ "მოწოდების სიმაღლეზეა" და პოლიტიკურად მოტივირებული და შეფუთული ტყუილებით და აბსურდული ბრალდებებით ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს ქართული ოცნების ხელისუფლების შემზარავ დანაშაულს, რასაც გელათის სამონასტრო კომპლექსის განადგურების პირას მიყვანა ქვია.
კულტურის უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური მინისტრის პასუხად ვიტყვი:
1. "გელათის დამცინავი პოსტი" არასდროს დამიდია. პირიქით, ძალიან განვიცდი გელათის მდგომარეობას და არ მგონია საღლიცინო თემა იყოს, რა განწყობაც ჩემ სტატუსებში კი არა, თავად წულუკიანის ბრიფინგში იკვეთებოდა. არც სიტყვა "სკოჩი" მიხსენებია და არც რამე მიმტკიცებია. ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ და ხდება - საქართელოს მთავარი კულტურულ-რელიგიური და ისტორიული ძეგლის კარს მომდგარი კატასტროფა
2. ის, რომ წებოვანი ლენტი გაუგებრობას წარმოშობს, მისივე უწყების - ძეგლთა დაცვის სამსახურის ბრალია, რომელსაც თავისი განმარტებით უნდა ამოეწურა ეს გაუგებრობა. რაციონალური და კომპეტენტური განმარტებები ვერ ჩანაცვლდება წულუკიანის "სიტყვაკაზმული" ბრიფინგით და მისი მითითებებით ანონიმ ექსპერტებზე, რომლებიც თურმე "ნაწყენი და გაბრაზებული" არიან. აქვე აღვნიშნავ, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთგზისი მიმართვისა ძეგლთა დაცვის სამსახურისადმი, საერთოდ არანაირი განმარტება არ მიგვიღია.
3. და ბოლოს, სრულიად უკონტექსტო, კომიკური და მოგონილი ბრალდება ჩემს მიმართ, თითქოს მთავრობაში ყოფნის დროს, ფეისბუკით არ გამოვეხმაურე რაღაც ნახატების და მუზეუმების თემას. განვუმარტავ ქალბატონ წულუკიანს, რომ 2010 წელს არც ერთი თანამდებობა არ მეკავა, მეტიც, საერთოდ არ ვიმყოფებოდი საქართველოში, ვცხოვრობდი და ვსწავლობდი აშშ-ში. ამას გარდა, საერთოდ, ან რა ნახატებზე ან რა მუზეუმზე საუბრობს ქალბატონი წულუკიანი, ისიც კი არ მესმის. რაც შეეხება ფეისბუკზე გამოხმაურებებს, რაღაც არ მახსოვს, მთავრობაში ყოფნის დროს, თავად წულუკიანი გამოხმაურებოდა გელათთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. არა და, როგორც თვითონ დღეს განაცხადა, 2008 წლიდან 2020 წლამდე, დანაშაულებრივი ექსპერიმენტები ტარდებოდა თურმე გელათზე. ამ წლებში კი, 2012დან 2020მდე, სწორედ ქალბატონი წულუკიანი იყო მთავრობაში, და არა მე", - წერს ნიკა გვარამია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,