12/05/2114 446 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კრისტიან დანიელსონი - შეთანხმება უნდა მოხდეს ამნისტიის კანონზე, უნდა მოხდეს მუშაობა საარჩევნო კანონზე, ასევე უნდა განხორციელდეს ამბიციური სასამართლო რეფორმა

19 აპრილის შეთანხმება მნიშვნელოვანია, რადგან მან შექმნა შესაძლებლობა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად და მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, - ამის შესახებ ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა ონლაინ დისკუსიის განაცხადა, რომელიც საქართველოს მიერ პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენისა და რეფორმების გატარების თემას მიეძღვნა.
„ეჭვგარეშეა, რომ 19 აპრილის შეთახმება ძალიან მნიშვნელოვანია და მან შექმნა რეალური შესაძლებლობა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად. არანაკლებად მნიშვნელოვანია ის, რომ ის საფუძველს უყრის საქართველოში რეფორმების განხორციელებას. შეთახმება შეიცავს ბევრ ისეთ პირობებს, რომელსაც საქართველოს დემოკრატიის ფორმაზე ხანგრძლივი გავლენის მოხდენა შეუძლია. საქართველოს ახლა აქვს შანსი პროგრესული საპარლამენტო მოდელი ჩამოაყალიბოს, სადაც მრავალმნიშვნელოვანი და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესი იმართება.
ახლა მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიული იმპულსის ხილვა, რომ ქართულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შეძლონ და აჩვენონ ერთიანობა ზოგიერთ ძირითად დემოკრატიულ მისწრაფებაში, მათ შორის პოლიტიკის მნიშვნელოვან ხაზებზე, რომელზე შეთანხმებაც 19 აპრილს მოხდა,“- აღნიშნა დანიელსონმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება.
„შეთანხმება უნდა მოხდეს ამნისტიის კანონზე, პარალელურად, უნდა მოხდეს მუშაობა საარჩევნო კანონზე, ასევე უნდა განხორციელდეს ამბიციური სასამართლო რეფორმა,“- აღნიშნა დანიელსონმა.
მისი თქმით, ამ საკითხებზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევით საქართველო შეძლებს ფოკუსირება მოახდინოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პანდემია და მისი ეკონომიკური შედეგები, ასევე გარემოსდაცვითი გამოწვევების გადალახვა.
დანიელსონმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის დახმარების იმედი ჰქონდეს, როგორც პოლიტიკური, ასევე კონკრეტული დახმარების სახით და მან იმ ფინანსურ დახმარებაზე ისაუბრა, რაც ევროკავშირმა საქართველოს ბოლო პერიოდში აღმოუჩინა. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის.
„ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესზე განხორციელებულ კონკრეტულ რეფორმებზე და ასეც უნდა იყოს ახლო პარტნიორებს შორის“, - აღნიშნა დანიელსონმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY