მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი
ნიკა მელიასთვის საპატიმრო ღონისიძების გირაოთი შეცვლას საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ფეისბუქით" ეხმაურება:
"მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი" - წერს მიხეილ სააკაშვილი.