07/05/211 347 ნახვა წყარო: imedinews.geფოტო: imedinews.ge

უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, პრემიერ-მინისტრს სპეციალური მრჩეველი ეყოლება

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, პრემიერ-მინისტრს სპეციალური მრჩეველი ეყოლება. ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზილ ჰუდაკი წარადგინა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ის მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად, იქამდე - კერძო ბანკებში. ბატონი ვაზილი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. როცა ის ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხშირად სტუმრობდა საქართველოს. იგი კარგად იცნობს ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. გუშინ ის წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის განცხადებით, ვაზილ ჰუდაკმა უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან.
„მისი ამოცანაა, ჩვენი ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის, უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი ყურადღებას გაამახვილებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ისე - საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან. ჩვენი დღევანდელი სტრატეგიის გათვალისწინებით, საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების სფეროში, ევროპის პოლიტიკას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს პოლიტიკა სწორედ ბატონი ვაზილის ხედვითა და პროფესიული რჩევებით განხორციელდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA