01/05/211 416 ნახვა წყარო: imedinews.geფოტო: imedinews.ge

დიმიტრი სამხარაძე: კატასტროფული კანონი მიიღო „ოცნებამო“, ამბობენ და კაციშვილმა არ იცის, რაზეა ლაპარაკი

„კატასტროფული კანონი მიიღო „ოცნებამო“, ამბობენ და კაციშვილმა არ იცის, რაზეა ლაპარაკი“, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ის სამი ცვლილების შინაარსს პუნქტების მიხედვით განმარტავს:
ცვლილება 1.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა და პირველ ივნისამდე უნდა მიგვეღო. აქამდე, ადმინისტრაციულად დაკავებული პირი სამუშაო დღეებში 12 საათში წარედგინებოდა სასამართლოს, არასამუშაო დღეებში - 48 საათამდე იყო ვადა. ცვლილებაში ჩაიწერა - ყველა პირველივე შესაძლებლობისთანავე, უნდა წარედგინოსო და არაუგვიანეს 24 საათისა, რაც კიდევ 24 საათი შეიძლება გახანგრძლივდეს. მოკლედ, კონსტიტუციაშიც ეს მაქსიმალური ვადა წერია.
ცვლილება 2.
აქამდე წვრილმანი ხულიგნობისთვის იყო 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა. ეს არ შეცვლილა, მაგრამ დაემატა, რომ 1 წლის განმავლობაში თუ მეორედ, მესამედ და ა. შ. თუ გაიმეორებს - 1500-დან 2000 ლარამდეა ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობა.
ცვლილება 3.
პოლიციის წინააღმდეგობისთვის აქამდე იყო ჯარიმა 1000-დან 4000 ლარამდე ან 15 დღემდე პატიმრობა. აქ შეიცვალა ჯარიმა და გახდა 2000-დან 3000 ლარამდე. პატიმრობის ვადა არ შეცვლილა. ანუ ჯარიმის ქვედა ზღვარი 1000 ლარით ავწიეთ და ზედა ზღვარი ამდენივეთი დავწიეთ. განმეორების შემთხვევაში (როგორც მეორე ცვლილებაში) - ჯარიმა 3500-დან 4500 ლარამდე ან პატიმრობა 7-დან 15 დღემდე.
ესა სულ, კატასტროფაა ფაქტიურად ხომ?!
და კიდევ, ოპოზიცია სრულად რატომ არ იყო ჩართულიო. სხვათა შორის, პარლამენტში ახლადშემოსული ოპოზიცია არც პანდემიის თემით, არც მის მიერ გამოწვეული პრობლემებით არ დაინტერესდა და არც უსაფრთხოებისა და ოკუპაციის თემით, არც ერთ მოსმენას დაესწრო და რისი ათასი ლარით ჯარიმის გაზრდა და შემცირება, ხო მშვიდობა გვაქვს?“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.
29 აპრილს პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI