29/04/211 093 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია გაჩეჩილაძე - არ მომხდარა ჯგუფური თავდასხმა და არ მჯერა ვახო სანაიასი, მე მჯერა ჩემი შინაგანი სიმართლის

არ მომხდარა იქ ჯგუფური თავდასხმა და არ მჯერა ვახო სანაიასი. მე მჯერა ჩემი შინაგანი სიმართლის - განცდა მაქვს, რომ ბრალდებულები უსამართლოდ არიან ციხეში, ისინი უნდა გათავისუფლდნენ, - ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
გაჩეჩილაძის თქმით, ის მოითხოვს, რომ ვიდრე ბრალის დამტკიცება არ მოხდება, ბრალდებულები გათავისუფლდნენ.
„ბრალდება შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ ვიდრე განაჩენი არ იქნება, ესენი არ არიან მოძალადეები. მე დარწმუნებული კი არ ვარ, მე ველოდები გამოძიებას და გამოძიებამდე არ შეიძლება ადამიანებზე ძახილი იმის, რომ შენ ხარ მოძალადე და შენ ხარ დამნაშავე. რადგან ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს არის ძალიან ცუდი ჩვენ ქვეყანაში.
მე ველოდები გამოძიებას. მე არ ვიცი რა მოხდა. არ მომხდარა იქ ჯგუფური თავდასხმა და არ მჯერა ვახო სანაიასი. მე მჯერა ჩემი შინაგანი სიმართლის.
მე მაქვს განცდა, რომ ისინი უსამართლოდ არიან ციხეში. რა მოხდა იმ დღეს მე ამის გარკვევა მინდა. სანაიასგან ხომ მოვისმინე? ახლა მინდა ამ ბიჭებისგანაც მოვისმინო. რატომ უნდა ვუსმინო მხოლოდ სანაის. სანამ ორივე მხარეს არ მოვუსმენ დასკვნას ჩემით ვერ გამოვიტან.
ეს ბიჭები უნდა გათავისუფლდნენ და თავიანთ ოჯახებში დაელოდონ გამოძიებას. აღდგომა მოდის და ცოტა შემწყნარებლები უნდა ვიყოთ ადამიანების მიმართ“ ,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირის - სულიკო საყევარაშვილის, გიორგი სახელაშვილის და ვაჟა გიგაურისთვის შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.
სამართალდამცავებმა სამივე პირი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY