შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა.
"ძვირფასო მეგობრებო,დამიდგინდა კოვიდი.პროცესი მიმდინარეობს მსუბუქად. ვარ ორკვირიან იზოლაციაში და ვმუშაობ სახლიდან.ყველა ძალიან მენატრებით და მიყვარხართ", - წერს შალვა ნათელაშვილი.