რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარებს მუდმივი დისლოცირების ადგილზე აბრუნებს
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში შემოწმებითი ღონისძიებების დასრულება გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ღონისძიებების ფარგლებში ყველა დასახული მიზანი მიღწეული იყო და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენეს, რომ ქვეყნის საიმედოდ დაცვა შეუძლიათ.
„მივიჩნევ, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზნები სრულად მიღწეულია. შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენეს, რომ ქვეყნის თავდაცვის საიმედოდ უზრუნველყოფა შეუძლიათ. შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღე, სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში შემოწმებითი ღონისძიებები დავასრულოთ“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალურ შტაბს, სამხედრო ოლქებსა და საჰაერო-სადესანტო ძალებს 23 აპრილიდან ჯარების მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაავალა.
1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.