22/04/211 670 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მინაშვილი მელიას შეხვდა - პოზიცია უცვლელია, პასუხისმგებლობის მასზე გადატანა მიუღებელი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება თანაგუნდელი, აკო მინაშვილი შეხვდა. მან ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ნიკა მელიას პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის და 20 ივნისის ამნისტიის მიღების წინააღმდეგია.  მინაშვილი აცხადებს, რომ უცვლელი რჩება პარტიის პოზიციას - სანამ მელია არ გათავისუფლდება, ისინი შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ. 
"პოზიცია არ შეცვლილა, ნიკა მელია არ გადაიხდის გირაოს და არ დაეთანხმება არავის მხრიდან გირაოს გადახდას, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ხარკი, გამოსასყიდი, და მისთვის არის მიუღებელი, იმიტომ, რომ ამის გადახდა ნიშნავს, რომ მომავალში უნდა დაკანონდეს პოლიტიკური დევნა. ასევე, წინააღმდეგია ამნისტიის, რომელიც წარმოდგენილია, თუ ერთი პოლიციელის ამნისტიაც იგულისხმება, იგი ამ აქტს ეწინააღმდეგება. მან განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას არ მიიღებს ისტორიის გადაწერაში", - თქვა აკაკი მინაშვილმა. 
მინაშვილი ამბობს, რომ მელიას დილემის წინაშე დაყენება არასწორია. რაც შეეხება ადვოკატს, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პოზიცია თავიდანვე დაფიქსირებული ჰქონდა და მასზე აქცენტის გადატანა არასწორია.
"პასუხისმგებლობის გადატანა ნიკა მელიაზე, რომელიც ინფორმირებულიც კი არ იყო თუ რა შინაარსის დოკუმენტზე მოაწერეს ხელი ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილმა, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლების გზებთან დაკავშირებით, არის კატეგორიულად მიუღებელი", - თქვა საძაგლიშვილმა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA