სამადაშვილი: პაუზას ავიღებ, ენმ-ს სახელით მოლაპარაკებებზე სიარულს არ გავაგრძელებ
ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დროებით პაუზას იღებს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით აღარ გააგრძელებს მოლაპარაკებებზე სიარულს.
"მე ვფიქრობ, რომ სწორი იქნება პაუზა ავიღო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით მოლაპარაკებებზე სიარულს არ და ვერ გავაგრძელებ. რაც შეეხება პარლამენტში საქმიანობას, დღეს ყველა ადამიანმა, ვინც ხელი მოაწერა ამ საპარლამენტო შეთანხმებას, ხელი მოაწერა იმას, რომ ინიცირება რომ მოხდება ამნისტიის კანონის, ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე შევა ოპოზიცია. ანუ ჩვენ შევალთ პარლამენტში, იმისათვის, რომ გავათავისუფლოთ, მათ შორის გადაწყვეტილება მივიღოთ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით.
ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს ფაქტობრივად განაცხადა, რომ ისინიც შევლენ პარლამენტში, მას შემდეგ, რაც მელია გათავისუფლება. ჩემი აზრით, დღეს მთავარი ოპოზიციური პარტია არ მოიქცა სწორად, თუ ნიკა მელიას გათავისუფლება მათთვის არის მნიშვნელოვანი ამოცანა და ჩემთვის ნამდვილად არის. დღევანდელი შეთანხმება იყო არა იდეალური, ცხადია, მაგრამ გზა ამის მისაღწევად". - ამბობს სალომე სამადაშვილი