ოცნება: მზად ვართ, თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვარი 43%-მდე გავზარდოთ
ქართული ოცნების განცხადებით, პარტია მზად არის თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვარი 43%-მდე გაზარდოს.
"ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხმებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. ქართული ოცნება მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით", - წერია პარტიის განცხადებაში.