15/04/211 236 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

კობახიძე აშშ-ში: ოპონენტებთან დიალოგის პროცესზე ვისმენთ საინტერესო რჩევებს პარტნიორებისგან

"ვსაუბრობთ იმაზე თუ როგორ წარიმართება დიალოგის პროცესი, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესების განვითარებას და ვისმენთ საინტერესო მოსაზრებებსა და რჩევებს ჩვენი პარტნიორებისგან" - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. 
"ჩვენ გვესმის მინიშნება, რომ ქართული ოცნება არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, კომპრომისის მიმართულებით, ეს ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ.
მთავარია, რომ აშშ არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი და ის არის საქართველოს ხელისუფლების ძალიან მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი. ეს მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა იმ შეხვედრებზე, რომელიც გაიმართა ჩვენს პარტნიორებთან. მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-სთან არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში, მთლიანობაში, პოლიტიკური პროცესები სათანადოდ წარიმართება" - ამბობს კობახიძე.
ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს "ყველა დეტალზე" აწვდიან ინფორმაციას.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათგან რჩევების მოსმენა, ეს რჩევები არის ძალიან საინტერესო და ბუნებრივია, დაგვეხმარება საბოლოო ჯამში იმაში, რომ ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომლებიც უკავშირდება პოლიტიკურ პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში" - თქვა კობახიძემ.
ქართული ოცნების თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში 12 აპრილს დაიწყო და 16 აპრილამდე გაგრძელდება. აშშ-ში ყოფნის პერიოდში ირაკლი კობახიძე შეხვედრებს მართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ის უკვე შეხვდა სენატორ ჯეიმს რიშს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA