გახარიასთან ერთად, ვიწყებთ პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას - გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა
გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა:
ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე, ვტოვებთ ქართულ ოცნებას და პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები - ამბობს ხოჯევანიშვილიხოჯევანიშვილთან ერთად, "ქართულ ოცნებას" ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი.