დაამტკიცონ და დავტოვებ დეპუტატის მანდატს - ოხანაშვილი
"მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც, დეპუტატ ანრი ოხანაშვილის სიმამრს
სახელმწიფომ მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადასცა, თავად ოხანაშვილი ეხმაურება.
ტელეკომპანიას ის სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "მთავარი" მის წინააღმდეგ ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს მაინც დაამტკიცებს, დეპუტატის მანდატს დატოვებს.
მის Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
სახელმწიფომ მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადასცა, თავად ოხანაშვილი ეხმაურება.
ტელეკომპანიას ის სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "მთავარი" მის წინააღმდეგ ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს მაინც დაამტკიცებს, დეპუტატის მანდატს დატოვებს.
მის Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე გამოვეხმაურო იმ მიზანმიმართულ სიყალბეს, რასაც ჩემს მიმართ უკვე კამპანიის სახით, ერთიდაიგივე შინაარსით, ავრცელებენ პარტიული ტელევიზიები - 13 მარტს „ფორმულა“, დღეს კი - ერთი თვის შუალედში - „მთავარი არხი“!
მათი მიზანია - ყველა ხერხით სცადონ საზოგადოებაში ჩემი რეპუტაციული დაზიანება. თუმცა, ყოველ ჯერზე, ვამხელ მათ სიყალბეში!
ამასთანავე, ამ სიუჟეტების ავტორებს ვთავაზობ ორშაბათსვე წარმოადგინონ მათ ხელთ არსებული „საეჭვო” დოკუმენტაცია ჩემს მიმართ და საჯაროდ და პირდაპირ ეთერში, საზოგადოების თვალწინ, განვიხილოთ!
თუკი ისინი, საჯაროდ, თუნდაც ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს! წინააღმდეგ შემთხვევაში საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ამ ბინძური ცილსწამებისთვის!
რაც შეეხება მათ სიყალბეს:სიმართლე კი შემდეგში მდგომარეობს:
- ტყუილი #1: სახელმწიფოს ჩემი სიმამრისთვის არანაირი მიწის ნაკვეთი არ გადაუცია არც სიმბოლურ ფასად და არც საჩუქრად! ამის დადასტურება მარტივად არის შესაძლებელი!
- ტყუილი #2: არც 80 ჰექტარი სასოფლო სავარგული არ შეუძენია ჩემ სიმამრს ჩემი დეპუტატობის პერიოდში!
- ტყუილი #3: თითქოს მის საკუთრებაში არსებული რომელიმე სახლი ჩემმა სიმამრმა ჩემი დეპუტატობის დროს ააშენა, ასევე დიდი ტყუილია! ის სახლი, რომელიც სიუჟეტში აჩვენეს, მე და ჩემს მეუღლეს გვეკუთვნის და ჩემს დეპუტატობამდეა აშენებული, რაც დასტურდება ასევე საჯარო დოკუმენტაციით!
სპეციალურად საოკუპაციო ხაზთან ჩემი სიმამრის მიერ თავის მშობლიურ და უკუპირებულ ნაწილში სასოფლო მეურნეობის წარმოებას რადგან ამ პარტ.არხებმა „ოხანაშვილის ოკუპაცია“ უწოდეს, საზოგადოებამ განსაჯოს რა შეიძლება ეწოდოს ამ ბოროტ უმსგავსობას!, - წერს ოხანაშვილი.
- გამიზნულად არ ამბობენ იმას, რომ ჩემს სიმამრს ეს მიწის ნაკვეთები, წლების განმავლობაში, შეძენილი აქვს მხოლოდ კერძო პირებისგან და არა სახელმწიფოსგან!!!
- ჩემი მეუღლის ოჯახი, სრულად კანონიერად, ჯერ კიდევ ჩემს დეპუტატობამდე ბევრად ადრე ფლობდა როგორც სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, ასევე სხვა შემოსავლებს და უძრავ ქონებას, რაც ასახულია შესაბამის საჯარო დოკუმენტებში და ყველასთვის ხემისაწვდომია!
- ჯერ კიდევ 2018 წლის დეკლარაციაში მაქვს მითითებული იმ ქონების გასხვისების შესახებ, რომელიც ჩემი მეუღლის ოჯახს ჯერ კიდევ 2000-იან წლებში ჰქონდა და რომლის გასხვისების შედეგადაც დაიწყო ჩემმა სიმამრმა სარისკო, თუმცა ქვეყნისთვის საჭირო საქმე!