30/03/21979 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დიმიტრი პესკოვი - რუსეთი არ დაუშვებს აშშ-მ ძალის პოზიციიდან ესაუბროს

რუსეთი არ დაუშვებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ან სხვა ქვეყანამ „ძალის პოზიციიდან" ესაუბროს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ამერიკელები ახლა მანტრასავით იმეორებენ: ჩვენ ყველას დაველაპარაკებით ძალის პოზიციიდან. არც პუტინი და არც სხვა ვინმე რუსეთის ხელმძღვანელობიდან ამერიკელებს ან ვინმე სხვას ჩვენთან ასე საუბრის საშუალებას არ მისცემს. ეს გამორიცხულია ”, - განაცხადა კრემლის სპიკერმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, პესკოვმა უპასუხა, რომ მას ”ექსტრემალურ სცენარებზე” საუბარი არ სურს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ.“ აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA