30/03/211 201 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი - არასასურველი შედეგი დღეს საღამოს შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ მივიღოთ დანაწევრებული ოპოზიცია

არასასურველი შედეგი დღეს საღამოს შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ მივიღოთ დანაწევრებული ოპოზიცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ იმ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ მხარეებს დღეს უნდა წარუდგინოს.
სამადაშვილის თქმით, მათ პარტიაში არის განწყობა, რომ შეთანხმებისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, თუმცა რამდენად შექმნის შეთანხმების შესაძლებლობებს წარმოდგენილი დოკუმენტი, ჯერ კიდევ უცნობია.
„ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად ჩვენი რაოდენობრივად მეტი მანდატისა, საკმაოდ პარიტეტულ საწყისებს ინარჩუნებს ოპოზიციურ გაერთიანებაში. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ შორის, ჩვენზე მცირე პოლიტიკური მოთამაშეების აზრს. დღეს საინტერესო დღეა და საინტერესოა, სად აღმოვჩნდებით. ჩვენ პარტიაში არის განწყობა, რომ შეთანხმებისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მაგრამ რამდენად შექმნის შესაძლებლობებს შეთანხმების შესაძლო ვარიანტი, ვნახოთ, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ალბათ, არასასურველი შედეგი დღეს საღამოს შეიძლება იყოს, რომ ჩვენ მივიღოთ დანაწევრებული ოპოზიცია. ეს იქნებოდა არასასურველი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარიტეტული ყველას მიმართ. კრიზისი უნდა დასრულდეს, მაგრამ უნდა დასრულდეს იმგვარად, რომ გამარჯვებული დარჩეს დემოკრატიის მომავალი ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Levan Natalishvili

(212) 791-7500
New York, NY
  • 100

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey