19/03/211 076 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რა არის გამოსავალი? აქტიური პოზიცია! - ხოშტარია ჩაშლილ მოლაპარაკებებზე

მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ შეხვედრას Facebook-ზე ეხმაურება. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ოცნებამ ჩაშალა მოლაპარაკებები ამ ეტაპზე.
მოლაპარაკებას აზრი აქვს თუ გამოსავალს იპოვი, ამ გამოსავალში კომპრომისი აუცილებელია, ამასთანავე კომპრომისი ნიშნავს საკითხის გადაწყვეტას მოქნილი გზით და არა საკითხის გაქრობას. თუ არ გადაიჭრა პოლიტიკური დევნის საკითხი ვინმეს აქვს ილუზია რომ სამართლიან პოლიტიკურ პროცესში ვიქნებით? თუ არ გადავჭერით ძალაუფლების ლეგიტიმაციის საკითხი რა აზრი აქვს ლაპარაკს?
ოცნება ვაჭრობს, გამოძრომას ცდილობს. გადის თვეები და ამ პოლიტიკურ ჭიდილში ხალხი იღლება, პრობლემები უგროვდებათ. ზოგი წამალს ვერ ყიდულობს, ზოგი პროდუქციას ვერ ყიდის, ზოგი სამართალს ვერ ამტკიცებს, ზოგს უბრალოდ შია. მერე ცხადია მტყუან- მართალიც აღარ გაინტერესებს და დავიღალე რამე ქენით რა. და არ შველის რამე ქენით. თუ არ გადაიჭრა ძალაუფლების ლეგიტიმაციის საკითხი არც წამლის ფასს ეშველება, არც სამართალს და არც ძალადობა აღიკვეთება.
ისიც მესმის რომ ბევრს, ვისაც რეალობა არ მოწონს, ოპოზიციაც არ მოწონს.
რა არის გამოსავალი? აქტიური პოზიცია! ახსნა და დასაბუთება და არა განსხვავებული აზრის განადგურება! შეუგუებლობა! პროტესტი!
საერთაშორისო ზეწოლა აუცილებლად იქნება, მაგრამ უნდა იცოდნენ ქართული საზოგადოების პოზიცია და ამისთვის სათითაოდ ჩვენი აზრი და პოზიცია არის გადამწყვეტი, - წერს ხოშტარია. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY