18/03/211 003 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ზაალ უდუმაშვილი - მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლებით პარლამენტში არ შევალთ - ეს კომბინაცია არ გათამაშდება

თუ შეთანხმება არ შედგა, ჩვენ ვერ მოვილაპარაკეთ პოლიტპატიმრების თემაზე და ვადამდელ არჩევნებზე, ბუნებრივია, დამთავრებულია მოლაპარაკებები - ესაა ქვაკუთხედი ამ მოლაპარაკებების, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები სხვანაირად გაგრძელდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ შეთანხმება არ შედგა, კობახიძეს ერთ პარტიული პარლამენტი დარჩება და „ვისი პოზიცია იქნება მძიმე, ეს კიდევ საკითხავია“.
„რომელ მოლაპარაკებაზე და შეთანხმებაზეა საუბარი, თუ ნიკა მელია პატიმრობიდან არ გათავისუფლდება? ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და ბუნებრივია, უნდა გათავისუფლდეს, ასევე ნიკა რურუაც და რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამის გადათქმას არ ვაპირებთ. ძალიან რთულია წინასწარ პროგნოზირება, რა იქნება, რადგან ეს მოლაპარაკებები გუშინაც არ იყო იოლი. თუ შეთანხმება არ შედგა, კობახიძეს ერთპარტიული პარლამენტი დარჩება და ვისი პოზიცია იქნება მძიმე, ეს კიდევ საკითხავია. ის, რომ დღეს იშველიებენ ევროკავშირში გაკეთებულ განცხადებებს, რომ ზურგი გაიმაგრონ, ამ განცხადების ერთ ნაწილს რომ ამბობენ, მეორე ნაწილიც უნდა თქვან, რომ პასუხისმგებლობის ლომის წილი ხელისუფლებაზე მოდის. თუ ეს შეთანხმება არ შედგა, ჩვენ ვერ მოვილაპარაკეთ პოლიტპატიმრების თემაზე და ვადამდელ არჩევნებზე, ბუნებრივია, დამთავრებულია მოლაპარაკებები. ესაა მთავრი ქვაკუთხედი ამ მოლაპარაკებების, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში სხვანაირად გაგრძელდება. ეს ორი საკითხი, თუ არ დაკმაყოფილდება პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
მისივე განმარტებით, ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას არც მაშინ, თუ ხელისუფლება ნიკა მელიას გათავისუფლებაზე წავა, თუმცა ვადამდელ არჩევნებზე - არა.
„ჩვენ რომ პოლიტპატიმრებით ვივაჭროთ, ეს მძევლებით ვაჭრობაა და მეტი არაფერი! თუ გაათავისუფლეს, ეს მათი ნებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იმის ხარჯზე მოხდება, პარლამენტში შესვლას დავთანხმდეთ და ვადამდელზე უარი ვთქვათ. ეს კომბინაცია არ გათამაშდება. ამას არ განვიხილავთ! თუ ეს ორი საკითხი არ დაკმაყოფილდება, პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI