15/03/211 630 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე

ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
მისივე განცხადებით, მზად არიან სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რომელიც იქნება ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები.
ამასთან, პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ „ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს“.
„მინდა გითხრათ, რომ დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ შარლ მიშელთან, მინდა მას კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ უშუალოდ არის ჩართული ამ მედიაციის პროცესში და მოგეხსენებათ, რომ მისი წარმომადგენელი იმყოფება თბილისში და აგრძელებს მოლაპარაკებებს როგორც ოპოზიციასთან, ასევე ჩვენს პარტიასთან. მინდა გითხრათ, რომ პროცესი გრძელდება. ჩვენ ხვალ კიდევ გვექნება დიალოგის შესაძლებლობა. ერთი რამ მინდა ცხადად განვაცხადო, ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ჩვენ ვართ მზად, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით, თუ რა არის ჩვენი პოზიცია.
მე შარლ მიშელს გავუზიარე ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენი პოზიცია და ბუნებრივია, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები. ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული დესტრუქციული მანევრით ცდილობს, რომ ხელი არ შეუწყოს ამ დიალოგის პროცესს და პირიქით, გააღრმავოს ეს უფსკურული და ამის არაერთი მცდელობა ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში. იმედი მაქვს, ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს და საბოლოო ჯამში, მთელი ცივილიზებული ევროპის და შარლ მიშელის სურვილი და ამოცანააა, რომ ჩვენ ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამას როგორ მივაღწევთ, გამოჩნდება ხვალ და ზეგ, მომდევნო დღეებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, მისაღები იქნება თუ არა "ქართული ოცნებისთვის" პლებისციტი, პრემიერმა აღნიშნა: "მე თავს შევიკავებ კონკრეტული პოზიციების გახმოვანებისგან, ვინაიდან, არაა დასრულებული პროცესი".
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, "შარლ მიშელის პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და კომპრომისი".
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA