15/03/211 162 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ვიოლა ფონ კრამონი - მზად ვარ სრულად ჩავერთო მედიაციის მცდელობებში საქართველოს პარლამენტთან და თოთოეული მხარის პოლიტიკურ პარტიებთან

მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი დაანებონ პარტიულ ინტერესებს და დებატების ცენტრში მოათავსონ ქვეყნის მოქალაქეები, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
მისი განცხადებით, მხარს უჭერს ევრკომისიის პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მედიაციის პროცესში.
"ევროპარლამენტი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. ამიტომ, მე მთლიანად ვუჭერ მხარს ევრკომისიის პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მედიაციის პროცესში. მასთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი მაქვს. ევროკავშირის მედიაციის პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ თანამშრომლობენ ევროკავშირის ინსტიტუტები საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გასაუმჯობესებლად და შემდგომი რეფორმებისკენ გზის გასაკვლევად“ , - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა.
მისი თქმით, მზად არის სრულად ჩაერთოს მედიაციის მცდელობებში საქართველოს პარლამენტთან და თითოეული მხარის პოლიტიკურ პარტიებთან.
„როგორც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის წამყვანი წევრი, მზად ვარ სრულად ჩავერთო საპარლამენტო მედიაციის მცდელობებში საქართველოს პარლამენტთან და თითოეული მხარის პოლიტიკურ პარტიებთან. თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემისთვის აუცილებელია პოლიტიკური კლიმატის შექმნა, რაც მიიღწევა ევროპარლამენტის შუამავლობით. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი დაანებონ პარტიულ ინტერესებს, თავიანთი დებატების ცენტრში მოათავსონ ქვეყნის მოქალაქეები და პატივი სცენ მათ ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს", - განაცხადა მან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA