15/03/211 062 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი და ჭკუასთან ახლოს

მეტი კონსულტაციებია საჭირო ოპოზიციასთან, რათა როგორმე გავცდეთ და გადავაბიჯოთ ულტიმატუმის ენას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან 14 მარტს გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, როგორც ვოლსკი აღნიშნავს, "კონსულტაციები და მოლაპარაკებები ხანდახან ითვალისწინებს დროებით შეწყვეტას, გადადებას, ან გაგრძელებას და ერთ ჯგუფთან მეტ საუბარს."
"ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი, ჭკუასთან ახლოს და იმ ინტერესებზე ორიენტირებული, რაც გააჩნია არა მარტო მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას. მეტი კონსულტაციები საჭირო ოპოზიციასთან, რათა როგორმე გავცდეთ და ულტიმატუმის ენას გადავაბიჯოთ. არა მხოლოდ ევროკავშირია დაინტერესებული თავისი ასოცირებული წევრის პრობლემის მოგვარებაში, არამედ მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა არის დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოში სტაბილურობა შედგეს. დასავლელი პარტნიორების ინტერესია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისეთი მოკავშირე ჰყავდეთ, სადაც სტაბილურობა არის გარანტირებული,"- აცხადებს ვოლსკი.
ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს "მაგიდის აყირავების" შესახებ და აღნიშნა, რომ პროპაგანდისთვის ეს განცხადებები, შესაძლოა, უკეთ ჟღერდეს "ნაციობალური მოძრაობისთვის".
„მოლაპარაკების პროცესში მუშტების ქნევა არასწორია. შეიძლება ჩემი პირადი დამოკიდებულებაა ამასთან დაკავშირებით ასეთი. პროპაგანდისტურად შეიძლება უკეთესი იყოს იძახო - "მაგიდის აყირავება, გადმოყირავება, დესტრუქცია“, მაგრამ ეს არის ის, რაც აინტერესებს “ნაციონალურ მოძრაობას” და მის გარშემო შეკრებილ კლასტერს. ეს იყო და გავიარეთ, ამ თემაზე ვისაუბრეთ, დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხედვართ. რაც არ უნდა დაპირისპირებული ვიყოთ, ეს ეხება ჩვენს მომავალ თაობას, საქართველოს მომავალს. აქედან გამომდინარეობს ის პასუხისმგებლობა, რაც გამოხატეს გინდა კობახიძემ, გინდა თალაკვაძემ", - განაცხადა ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY