12/03/211 142 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კახა კალაძე - რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ჩატარებულ არჩევნებს პოზიტიურად აფასებს

მისასალმებელია, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს ჩატარებულ არჩევნებს, რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით“, - ასე აფასებს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე IRI-ს ტექნიკურ საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს.
როგორც კახა კალაძე განმარტავს, საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვენები საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოზიტიურია.
„მისასალმებელია, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს ჩატარებულ არჩევნებს, რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით. თავიდანვე ვიცოდით, რომ არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა. ეუთო/ოდირი, NDI, IRI - ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვენები პოზიტიურია. მოწოდებები, რაც კეთდებოდა, რომ ცვლილებებია საჭირო და განსახორციელებელი, ამასაც ვითვალისწინებთ და აუცილებლად გავაკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებები იქნა გაკეთებული“, - აცხადებს კახა კალაძე.
ამასთან, კახა კალაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწის, მეთიუ ბრაიზას განცხადებას გამოეხმაურა, რითაც ის მოუწოდებს ოპოზიციას მოძებნონ მთავრობასთან მოლაპარაკების გზები და აიღონ საპარლამენტო მანდატები.
როგორც კახა კალაძე აცხადებს, ვისაც სურს ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს, ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტში შევიდნენ.
„ვისაც გულწრფელად აქვს სურვილი, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს, თუნდაც, სწორი პოლიტიკა წარიმართოს, ყველა ჯანსაღად მოაზროვნის მოწოდებები არის ერთიდაიგივე - ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში, მოკიდოს ხელი მანდატებს. პარლამენტიდან განახორციელონ ოპონირება სხავდასხვა საკითხზე.
ხომ ვიცით, რომ უამრავი პრობლემაა. ჯანსაღი პოლემიკა თუ წარიმართება, დებატები, განსხვავებული მოსაზრებები იქნება, ამა თუ იმ საკითხზე, მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ქვეყანას წაადგება“, - განაცხადა კალაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY