10/03/211 223 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ვიოლა ფონ კრამონი - ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა - სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩარევა

ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა - სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ საქართველოში მიმდინარე პროცესებში შემდგომი ჩარევა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული გაუგებრობის შექმნაში ბრალი ორივე ბანაკის პოლიტიკოსებს მიუძღვით, რადგან მათ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენეს და თანამშრომლობას პოლარიზაცია ამჯობინეს.
„საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, პოლიტიკური კრიზისის წინაშეა. პოლიტიკოსები ორივე ბანაკიდან უნდა იქნენ დადანაშაულებულები ამ გაუგებრობისთვის. მათ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენეს და თანამშრომლობას პოლარიზაცია არჩიეს. კრიზისის გადასაჭრელად ევროკავშირი ფასილიტაციიდან მედიაციაზე უნდა გადავიდეს, როგორც ჩვენ ეს ახლა გავაკეთეთ. საქართველოს მოსახლეობა უნდა იყოს გამოსავლის ქვაკუთხედი, მათ უნდა გადაწყვიტონ ბედი და დრო მომავალი არჩევნების. ახალი არჩევნები იქნება მხოლოდ გადაუდებელი დახმარება და არა გრძელვადიანი გამოსავალი. სრულიად ახალი საარჩევნო სისტემის გარეშე, ჩვენ დავინახავთ თუ როგორ განმეორდება კრიზისი. სასამართლო სისტემის ხელახალი რეფორმა და მეტი საპარლამენტო კონტროლი ოპოზიციისთვის უნდა იყოს პოლიტიკური პრიორიტეტი. ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა - სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ პროცესებში შემდგომი ჩარევა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს საქართველოში. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიყოთ იქ, რეგიონში მიმდინარე კიდევ ერთი კრიზისის დროს,“- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA