09/03/21999 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან სამუშია - ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო არა სავარაუდო, ორგანიზებულ დანაშაულზე, არამედ იმაზე, რატომ გვითხარით დანაშაულის შესახებო

ჩანაწერების შინაარსზე გამოძიება არ დაიწყეს იმიტომ, რომ უნდა დაეკითხათ ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრად წოდებული ღარიბაშვილი და შესაბამისად, კვლევა უნდა წასულიყო სიღრმეებში, მაგრამ მაინც ვერ აცდებიან ამას, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ პროკურატურის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.
სამუშიას თქმით, ხელოსუფლებას მედიასაშუალებების დაშინება სურს.
„ფაქტობრივად, დღეს პროკურატურამ ირიბად განაცხადა, რომ მათ გამოძიება დაიწყეს „ტვ პირველის“ წინააღმდეგ. მათ სურთ, რომ მედიასაშუალებები დააშინონ, თუ ვინმეს რამე მსგავსი სურვილი გაუჩნდება. სოლიდარობა „ტვ პირველს“. ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება არა იმაზე, რაც იქ ხდებოდა, არა იმ სავარაუდო, საშინელ ორგანიზებულ დანაშაულზე, არამედ იმაზე, თუ რატომ გაავრცელეთ და რატომ გვითხარით დანაშაულის შესახებო. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ივანიშვილი ცდილობს დიქტატურის გაფორმებას ქვეყანაში. ეს არის მიმართული თავისუფალი, კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში არის სამიზნე „ტვ პირველი“ და თქვენ კარგად იცით, მის დამფუძნებლის წინააღმდეგ უსაფუძვლოდ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე. რიგში იქნებიან სხვა მედიასაშუალებებიც, რომლებიც კრიტიკულები არიან ხელისუფლების მიმართ, თუ ეს არ იქნება მაღალ რეგისტრში აყვანილი და თუ ამას არ გავაპროტესტებთ. მინდა მივმართო სამთავრობო მედია საშუალებების წარმომადგენლებს, პროტესტი არ გიჩნდებათ ხალხო? ის, რაც „ტვ პირველმა“ გაავრცელა, თქვენთვის რომ მოეცათ არ გაავრცელებდით?, - განაცხადა სამუშიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY