07/03/212 485 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ხო იცი, ძმაო, ეგ საიდანაც მოდის?! ხოდა, გავარკვიოთო" - მორიგი ისტორია ბერაზე

მორიგი ისტორია ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით. Facebook-მომხმარებელი ქრისტინე მარტიაშვილი წერს, რომ ბერა ივანიშვილის პოსტზე კომენტარის დაწერის შემდეგ, პირად მიმოწერაში ბერას ძმაკაცი ამიკო ჯანელიძე "შეუვარდა" და გალანძღა. აქედან უკვე რამდენიმე წლის შემდეგ, ქრისტინესთან დაკავშირებით ბებიამისს დაურეკეს: "შენს შვილიშვილს დააყენებინე, სანამ ჯანმრთელიაო"... 
ქრისტინე მარტიაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ვიცი, რომ ეხლა დედაჩემი ისევ გაბრაზდება ამას რომ ვწერ, მაგრამ ამდენ ადამიანს რომ ვხედავ იგივე მდგომარეობაში და თან ზოგის კომენტარს, რომ შეთითხნილი ისტორიაა, მეცინება, თან ვბრაზდები!ყოველთვის მაქვს ის შეგრძნება, რომ მისმენენ და ეჭვი გამიმართლდა 3 თვის წინ, როდესაც ეთოს ველაპარაკებოდი, 90-იანებში შუა საუბარში რომ ერთვებოდნენ ტელეფონზე, ისე ჩამერთო ვიღაც გურამი. სულ მგონია, რომ ჩემი სოც ქსელიც კონტროლდება.
შარშანწინ, სანამ ბებია კიდევ ცოცხალი იყო, დამირეკა ძალიან აღელვებულმა, ძალიან გთხოვ, სულ 2 წუთით შემომიარეო. ბებიას სიმსივნე ჰქონდა ბოლო 6 წელი, ნახევარი ცხოვრება ჯერ თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და მერე ჩიტაძეზე, ძალიან უშიშარი ადამიანი იყო. ვიღაცამ დაურეკა და უთხრა, შენ შვილიშვილს დააყენებინე, სანამ ჯანმრთელიაო. ეგეთი აჭრელებული სახით, ეგეთი განერვიულებული და შეშინებული მე ნაზიკო არ მახსოვს. მაშინ სასაცილოდ არ მეყო, ახლა კი ვხვდები რაშიც იყო საქმე. ვიკამათეთ, ნუ მიკრძალავთ ჩემი აზრის დაფიქსირებასთქო. (მაშინ ბევრად აქტიური ვიყავი) ჩემს გარშემო უამრავ ადამიანს ეშინია აზრის დაფიქსირება და ფაქტია თავს არიდებენ. :)))
ბერას სიმღერასთან დაკავშირებული ისტორია კი დავწერე, მაგრამ ის, რაც სტუდიაში ვნახე ეგ აღარ დამიწერია. 2011 წელი იქნებოდა ალბათ, სიმღერა სმს-სთვის ვიყავი სტუდიაში, ცოტა ხანში ატყდა განგაში და შემოვარდა ბერა საძმაკაცოთი, ამიკოს მეთაურობით 5-6 ბიჭი. შემოიტანეს მაკბუკები და დაიწყეს ექაუნთების კეთება, ვიღაც ცუდ კომენტარებს მიწერს და გავარკვიოთ ვინ არისო. ამიკომ მე ორნაირ პროფილს გავაკეთებ, ერთიდან გაგინებ, მეორედან ამ ტიპს გავლანძღავ და გავარკვევ ვინ არისო.
ზუსტად მახსოვს ბერას სიტყვები “ხო იცი ძმაო ეგ საიდანაც მოდის?!” ხოდა გავარკვიოთო:))) ნუ, მაშინ მე ვერაფერს მივხვდი. გადის რამდენიმე თვე და ბერამ დაიწყო სტატუსების ქართულად წერა, ერთ-ერთი სტატუსი იყო “მამული, ენა, სარწმუნოება!” რაზეც მივუწერე, რომ კარგია, ქართულად რომ წერდა, მაგრამ სწორი “ენა, მამული, სარწმუნოება!” იყო, 2 წამში შემომივარდა ამიკო ჩატში და დაიწყო ჩემი ლანძღვა :))) თურმე როგორ მყვარებია ილია და მილიონი დამამცირებელი ტექსტები :)) 1% არ მეპარება ეჭვი, რომ ჩანაწერი ნამდვილია :))))" - წერს მარტიაშვილი Facebook-ზე. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA