ამ დროისთვის გერმანიაში დასაქმების სურვილი 94 281-მა ადამიანმა გამოთქვა
ამ დროისთვის გერმანიაში დასაქმების სურვილი 94 281-მა ადამიანმა გამოთქვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში” განუცხადეს.
სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი მარტის მდგომარეობით, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების სურვილი გამოხატა 94 281 პირმა, რომლებიც დარეგისტრირდნენ სპეციალურ პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ და შეავსეს სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება.