25/02/211 725 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

საქართველოს კრიზისი, როგორც ბაიდენის გამოცდა - Bloomberg მიმდინარე პროცესებზე

"საქართველო ბაიდენის პირველი საგარეო პოლიტიკური კრიზისია" - ასე სათაურდება Bloomberg-ის სტატია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გლობალური პრიზმიდან აანალიზებს და მის განზოგადებულ შინაარსზე გვიყვება. 
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ამოწმებს პრეზიდენტის პირობას, რომლის მიხედვითაც შტატების საგარეო პოლიტიკა დემოკრატიის პრინციპებითა და მისი მთავარი ღირებულებებით უნდა წარიმართოს. 
Bloomberg ასობით პოლიციელის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევას ძალის დემონსტრირებად აფასებს, ნიკა მელიას დაპატიმრებას კი - "პირდაპირ პროვოკაციად".
"მსგავსი კრიზისი მოითხოვს აშშ-სგან მკაცრ სიტყვებსა და მთავრობის დასჯის გეგმას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯი დემოკრატიაში, ქვეყანას ჯერ კიდევ ჰყავს ცოცხალი ოპოზიცია და დიდწილად თავისუფალი მედია"
სტატიის ავტორი ფიქრობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი გამოხმაურება ნელთბილი იყო და იქვე იხსენებს ნედ ფრაისის მიერ ბრიფინგის გამხსნელ სიტყვებს, რომლითაც მან ყველა მხარეს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ ძალადობის გამომწვევი რიტორიკისგან. 
"ეს საშიშ მესიჯს გზავნის და მიუთითებს, რომ ორივე მხარე პასუხისმგებელია მიმდინარე კრიზისზე, რაც უბრალოდ არაა სიმართლე. ოპოზიციურ პარტიებს ჯერ კიდევ სერიოზული კითხვები აქვთ ოქტომბრის არჩევნებზე"
ამასთან, ნაშრომში პრობლემურ საკითხადაა დასმული ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის უგულებელყოფა.
"აშშ-ის თავდაპირველ გამოხმაურებაში არაა დაყენებული საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის, პასუხისმგებლობა. თუ ევროპა და აშშ კმაყოფილები არიან მელიას ციხიდან გათავისუფლებით, მაგრამ არაფერს ამბობენ ოქტომბრის არჩევნების ბოროტად გამოყენებაზე, მაშინ რეჟიმს ექნება მძევლების აყვანის წახალისება ექნება"
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ აშშ-მ, სულ მცირე, ივანიშვილის უცხოური სიმდიდრის აღრიცხვა უნდა დაიწყოს. ამასთან, "თუ ბაიდენს სურს, შეასრულოს დაპირება, რომ ამერიკა დაბრუნდა გლობალურ ლიდერად, ის ვერ იქნება ნეიტრალური საქართველოს დემოკრატიული სულისათვის ბრძოლაში".
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey