25/02/211 468 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გიორგი რურუა - ნიკა მელიას უკანონო დაკავებამ ნათელი გახადა, რომ დავადექით პუტინის გზას

"ნიკა მელიას უკანონო დაკავებამ ნათელი გახადა, რომ ჩვენ დავადექით პუტინის გზას" - ასე ეხმიანება "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლი, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ზეწოლას ოპოზიციასა და მის ლიდერზე.
გიორგი რურუა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქვეყნისათვის არასახარბიელო მიზნებს პროტესტი და სანქციები შეაჩერებს. 
"...ნიკა მელიას უკანონო დაკავებით, ბიძინა ივანიშვილმა კი მოიფხანა გული, მაგრამ უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
სიმართლეს ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი. ჩვენი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ საქართველოს გაძლიერებისთვის, სწორი განვითარებისთვის და ახლა ჩვენი მოქმედების დროა - დაუღალავი პროტესტი, პრინციპულობა,შეუპოვრობა.
ბიძინა ივანიშვილის შავბნელ ზრახვებს, ქვეყნის შიგნით პროტესტი და ამ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით გამოწვეული სანქციები შეაჩერებს მხოლოდ.
მინდა ვთხოვო ჩემს მეგობრებს, ჟურნალისტებს, შევადაროთ ჩვენი მეგობრების განცხადებები პლახიატნუკის და იანუკოვიჩის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს. დარწმუნებული ვარ ბევრ საერთო ნარატივს ამოვიკითხავთ"
მისივე აზრით, "ქართული ოცნების" მტკიცება, რომ ქვეყანა დასავლური კურსით ვითარდება, მხოლოდ ტყუილია.
"ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების მიერ გაკეთებული განცხადებების განმარტება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებისთვისაც. რადგან ქართული ოცნების დეპუტატები ურცხვად გვეუბნებიან, რომ ჩვენი დასავლური კურსი უცვლელია და საქმით საპირისპიროს აკეთებენ, ჩემი აზრით მიზანმიმართულად, ამას დაბნეულობა შემოაქვს და ვფიქრობ განმარტება სჭირდება მოსახლეობას ყველასთვის გასაგებ ენაზე, საითკენ მიყავს ხელისუფლებას მიზანმიმართულად ჩვენი ქვეყნა.
ნიკა მელიას უკანონო დაკავებამ ნათელი გახადა, რომ ჩვენ დავადექით პუტინის გზას. თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა არ დავნებდეთ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის"
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ