17/02/21922 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - ჩვენი ოფისი 9-ბალიან მიწისძვრას უძლებს, მთელი პოლიტიკური კლასი ამ ოფისში იქნება

დააპატიმრებს? საშინელ დარტყმას მიიღებს, არ დააპატიმრებს და დასაცინი გახდება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ხელისუფლებასთან დაკავშირებით ნიკა მელიას საქმის თაობაზე განაცხადა.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, უმრავლესობის დეპუტატებმა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებით სულიერი ერთობა გააფორმეს. რაც შეეხება ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, გოცირიძე ამბობს: „თავის შეკავება იგივე მხრადაჭერაა, ამიტომ ძალიანაც ნუ იკატუნებენ თავს, მაშინ წინააღმდეგ წასულიყვნენ, მაგრამ ვერ გაბედეს“.
„მათ მიიღეს „ქართული ოცნების“ „პოლიტიკური“ ნათლობა. ეს ხალხი მოინათლა. მათ გააფორმეს სულიერი ერთობა და ამ სულიერი ერთობის ფუნდამენტი არის ივანიშვილისადმი მორჩილება. ხომ შეიძლება 51 დეპუტატს მიეცა ხმა ან 87-ს და ერთი მაინც ყოფილიყო განსხვავებული აზრის, მაგრამ მათ თქვეს - ჩვენ ვართ იმ ტრადიციის გამგრძელებელი, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილმა. ინტერესი რა არის? - ან ფული, ან სხვა სახის ინტერესი, რომელიც პარლამენტს ამ ვერტიკალური მართვის სტრუქტურაში აქცევს“,- განაცხადა გოცირიძემ.
ამასთან, რომან გოცირიძის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში დაიწყება ისეთი პროცესები, რომელიც „სახელმწიფოს უღრმეს კრიზისში ჩააგდებს“.
„უმძიმესი რეაქცია მოყვება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს იქნება ხიდების საბოლოოდ გადაწყვა. არანაირი მოლაპარაკება არ იქნება. ერთადერთი გამოსავლი იქნება სასწრაფოდ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. არ აქვს მნიშვნელობა, დააკავებენ თუ არა მელიას, ივანიშვილმა გვაჩვენა, ვინ არის ამ ხელისუფლების ბატონ-პატრონი, ეს გვაჩვენა პარლამენტის მორიგი დამცირებით. დავინახეთ რეალური სურათი“,- განაცხადა გოცირიძემ.
რაც შეეხება ნიკა მელიას მხარდამჭერების მხრიდან მისი დაკავებისას მოსალოდნელ წინააღმდეგობას, გოცირიძე აღნიშნავს, „მთელი მსოფლიო დაინახავს, რის გამო აპატიმრებს ივანიშვილი წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს“.
„ჩვენი ოფისი 9-ბალიან მიწისძვრას უძლებს. მთელი პოლიტიკური კლასი ამ ოფისში იქნება. ამას დიდი სიმბოლური დატვირთვა ექნება“,- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY