15/02/211 262 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

გავრილოვი - მელიასგან სიცრუე იღვრება, ოპოზიციის მიზანია, გაართულონ ურთიერთობა მეზობლებთან

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას  სავარაუდო დაპატიმრებას ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის ღამეს გამართული მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. 
ტვ პირველთან ინტერვიუში გავრილოვმა თქვა, რომ ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობს. საპროტესტო აქცია მან "გადატრიალებად" მოიხსენია :
"საქართველოში მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებებლობის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ.
ოპოზიციის და გადატრიალებაში მონაწილეების ერთერთი მიზანია მაქსიმალურად გაართულონ და გაწყვიტონ საქართველოს ურთიერთობა თავის ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ მას მეგობრები, რადგან ის სიცრუე, რომელიც ბატონ მელიას ინტერპრეტაციით ვრცელდება, რომელსაც მე არც კი ვიცნობ, ადასტურებს რომ ისინი სიცრუის ხარჯზე ცდილობენ, მაქსიმალურად მოახდინონ საქართველოს იმიჯის დისკრედიტაცია, მისი მეზობლების თვალში", - განაცხადა სერგეი გავრილოვმა.
2019 წლის 20 ივნისს რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ეწვია და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA