15/02/211 160 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

შევეცდები დავასაბუთო, რატომ არ უნდა მოუხსნან ნიკა მელიას იმუნიტეტი - იოსელიანი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტისა და უფლებამოსილების შეჩერებაზე პარლამენტი ხვალ, 16 თებერვალს იმსჯელებს. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ მზად არიან უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირონ.
რაც შეეხება პარლამენტში შესულ 6 დეპუტატს, მათ განსხვავებული პოზიციები აქვთ და ამბობენ, რომ მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარს არ დაუჭერენ.
"აქ ერთსულოვნები არა მხოლოდ ჩვენ ვართ, ჩვენი ოპონენტებიც კი ერთსულოვნები არიან ამ საკითხში, რომ ნიკა მელია არღვევს კანონს, მემგონი ამას ნიკა მელიაც არ უარყოფს", - თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა. 
"მოქალაქეების" წევრი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ როცა ეს საკითხი შევა პარლამენტში, შეეცდება დაასაბუთოს, რატომ არ უნდა მოუხსნან ნიკა მელიას იმუნიტეტი, იმ პირობებში, როდესაც 1 კვირის წინ პარლამენტმა მას ის შეუნარჩუნა. 
"ოპოზიციონერი კოლეგაა, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მხარი არ დავუჭიროთ. აქ არაფერი არ არის ისეთი მოსარიდებელი, ლაპარაკია გირაოს გირაოზე, ჩემთვის გაუგებარი რაღაცეებია, მინდა, რომ უკეთესად, მარტო ის რომ ამას ითხოვს პროკურატურა, ეს შეიძლება ჩემთვის საკმარისი არ იყოს", - თქვა დავით ზილფიმიანმა, "ევროპელი სოციალისტების" წევრამ. 
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტისა და უფლებამოსილების შეჩერებაზე ბიუროზე დღეს, 15 თებერვალს იმსჯელებენ, კენჭს კი ხვალ უყრიან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA