28/01/211 053 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისშია

დღეს დილით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრა არ შედგება კორონავირუსით მისი ინფიცირების გამო.
მოჰამად ჯავად ზარიფი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
საქართველოში ვიზიტამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში იმყოფებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის თანახმად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის "რეგიონული ტურის მიზანია მეზობელ ქვეყნებთან განიხილოს გასულ წელს სამეზობლოში განვითარებული მოვლენების, კერძოდ, საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ახალი ვითარება და რეგიონის განვითარების და უსაფრთხოების პერსპექტივები".
ხვთისიაშვილის ინფორმაციით, თბილისში შეხვედრების დროს განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლიბის საკითხები და რეგიონის უსაფრთხოების თემები.
რეგიონული ტურნეს დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეწვევა ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყონ მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებას და რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA