21/02/201 484 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი გახარია - მთავრობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გაყიდვას აპირებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვა იგეგმება. როგორც პრემიერმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, შენობის გაყიდვის საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს.
„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, პარლამენტის არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს? განათლება, მედიცინა, ლოგისტიკა და კიდევ ბევრი რამ და არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მთავრობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის პრივატიზებას გეგმავს.
როგორც ცნობილია, თავდაპირველი ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში „ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემოდა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რაც სააგენტოს უწყებაში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გასული წლის იანვრიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც შენობა ამ დრომდე დაკონსერვებულია.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York