21/02/202 465 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

რუსეთის საგარეო უწყება - დასანანია, რომ საქართველოშიც კი უარს არ ამბობენ რუსეთის დემონიზების ხაზზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დასანანია, რომ თვით საქართველოშიც კი უარს არ ამბობენ "რუსეთის დემონიზების ხაზზე" და რომ საქართველომ გასული წლის "კრიზისისგან გაკვეთილი ვერ მიიღო". 
ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება საქართველოზე კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს, სადაც ბრალდებებს უარყოფს. 
"ამ დადგმული ინფორმაციის უსაფუძვლობა და პოლიტიკურად მოტივირებულობა ნათელია. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები საქართველოს ელექტრონულ ქსელებში ჩაერივნენ და ვერც იარსებებს.  ყურადღებას იქცევს ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისისა და სხვების სინქრონიზებული პროპაგანდისტული აქცია. 4 თვეზე ნაკლები დრო დასჭირდა იმას, რომ რუსეთი ამ ინციდენტის წყაროდ დასახელებულიყო. ყველა ბრალდება ისევ და ისევ გამოიხატება სიტყვათ-შეთანხმებით "highly likely" [მეტად სავარაუდოა]. 
დასანანია, რომ თვით საქართველოშიც არ სურთ, უარი თქვან რუსეთის დემონიზების ხაზზე, რომ გასული წლის კრიზისისგან გაკვეთილი მიიღონ. ეს ყველაფერი დამატებით ართულებს ისედაც არამარტივ ორმხრივ ურთიერთობას,"- წერია განცხადებაში. 
20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული.  
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მოამბე - 4 დეკემბერი, 2022.
      9 საათზე, 4 დეკ
    • პირველები - 4 დეკემბერი, 2022.
      8 საათზე, 4 დეკ
    • მთავარი 6-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      6 საათზე, 4 დეკ
    • ქრონიკა 5-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      5 საათზე, 4 დეკ
    • პირველები 3-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      3 საათზე, 4 დეკ
    • მთავარი 3-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      3 საათზე, 4 დეკ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • კვირის ფორმულა - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • პოლიტიკური კვირა - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • P.S. - 4 დეკემბერი, 2022. ომი უკრაინაში
      4 დეკემბერი
    • Post Factum - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • იმედის კვირა - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დროება - 4 დეკემბერი, 2022. დროების ექსკლუზივი - სააკაშვილის ხმა „ვივამედიდან“
      4 დეკემბერი
    • დღის ამბები - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დღის ამბები - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • მე- 17 სართული - 4 დეკემბერი, 2022. ეს ქვეყანა შენია”- შენ გაიზიარე პასუხისმგებლობა
      4 დეკემბერი
    • შუადღე live - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • ჩვენი ოჯახი - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დილის შოუ - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.