18/12/201 717 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ერთიანი გეგმა შეთანხმებულია - ოპოზიცია, შესაძლოა, ისევ ქუჩაში გავიდეს

გაყალბებული არჩევნების შედეგად ფორმირებულ პარლამენტს ოპოზიციამ საბოლოო უარი უკვე ყველა ფორმით უთხრა: უარი თქვა მანდატებზე, ჩახსნა სიები და ეს ყველაფერი ისე მოახერხა, რომ არც მოლაპარაკებები ჩაუშლია, თუმცა, ოთხმა რაუნდმა, ფასილიტატორთა მონაწილეობით, უშედეგოდ ჩაიარა.
მეხუთე რაუნდის მოლოდინში, რომლის თარიღი, ისევ ხელისუფლების სიხისტის გამო, ამ დრომდე გაურკვეველია, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ შეკრება და ერთიანი გეგმის შეთანხმება გადაწყვიტა. 
შეთანხმების მიხედვით, თუკი ზეწოლა ხელისუფლებაზე არ გამოიღებს შედეგს და ახალი არჩევნები არ დაინიშნება, სახალხო პროტესტი გაგრძელდება და მშვიდობიანი, მაგრამ მკვეთრი აქციები დაიწყება. 
ამასთან, ოპოზიციაში ხაზს უსვამენ იმასაც, რომ იმედი აქვთ, ჯერ კიდევ არაა ამოწურული მოლაპარაკების ყველა რესურსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. 
ან ხელისუფლება, საღი აზრიდან გამომდინარე, დანიშნავს ახალ არჩევნებს, ან ოპოზიცია მშვიდობიან, მაგრამ მკვეთრ მოქმედებებზე გადავა. არ არსებობს, ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ დაინიშნოს, - ამბობს ენმ-ის პოლიტსაბჭოს ლიდერი ნიკა მელია.
აქციები არც შეწყვეტილა, მაგრამ თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, ოპოზიცია განგრძობით აქციებზე გადავა, ვიმოქმედებთ ისე, რომ იმაზე მეტი ზიანი არ მივაყენოთ ამ ქვეყანას, ვიდრე უკვე მიადგა ხელისუფლების ქმედების შედეგად, - ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია. 
მეხუთე რაუნდზე განსახილველი ერთადერთი საკითხი უნდა იყოს თარიღი - როდის დაინიშნება ხელახალი არჩევნები. არ იქნება ახალი არჩევნები? არ იქნება მშვიდობა. ოპოზიცია შეცდომას უშვებს, როცა თამასას სწევს დაბლა, კობახიძის დონეზე, რადგან ამ ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს ერთი კაცი - ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.
რაც შეეხება ხელისუფლებას, მათი პოზიცია ცნობილია - ისინი ახალი არჩევნების დანიშვნას არ აპირებენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY