17/12/202 000 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

არ შეიძლება ლეგიტიმური კითხვები გქონდეთ, დროის და სივრცის განცდა არ გაქვთ - ნაცვლიშვილი "მთავარის" ჟურნალისტს

"ქართული ოცნების" მთავარი პიარ-ტექნოლოგი, მმართველი პარტიის კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი "ფეისბუქზე" არასრულად ასაჯაროვებს მიმოწერას "მთავარი არხის" ჟურნალისტთან ბექა ყორშიასთან, რომელიც მას სატელევიზიო კომენტარის ჩაწერის მიზნით დაუკავშირდა. 
პასუხად ნაცვლიშვილმა აგვიხსნა, რომ "მთავარს" არ შეიძლება ლეგიტიმური კითხვები ჰქონდეს, რადგან დროის, სივრცის, კონტექსტის და ფორმატის განცდა არ გვაქვს და რომც რამე აგვიხსნას, მაინც ვერ გავიგებთ. 
– ბატონო ლაშა, სალამი. ბექა ყორშია გაწუხებთ მთავარი არხიდან. თქვენი ჩაწერა მინდა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით

– სალამი, ბექა. მომწერეთ რა გაინტერესებთ და თუ საჭიროდ ჩავთვლი, გიპასუხებთ.

– გადაცემა “პიანი ბაზარში”, შალვა რამიშვილს ეუბნებით ერთგან – ჩვენ ვართ მანიპულატორები, რას ვიზამთ, შეგვწევს ეს უნარიო. თქვენგან, როგორც მედია-პლატფორმის შემქნელისა და მესვეურისგან, ამის მოსმენა ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. ამ თემაზე მინდა დავილაპარაკოთ. თუ დამთანხმდებით, ძალიან დამავალებთ. არ ჩამეწერებით ?

– რასაკვირველია, არ “ჩაგეწერებით”, არც ამ და არც სხვა თემაზე, რადგან თქვენ არ ხართ მედია, თქვენ “ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც არ ხართ, თქვენ ხართ პარტიად წოდებული ამ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, მისი შეურაცხყოფის და დაცინვის სპეციალური სამსახური და ფეიკ-ნიუსის საწარმო. შესაბამისად, თქვენ არ შეიძლება ლეგიტიმური კითხვები გქონდეთ, – ეს ერთი! და მეორე – რომც აგიხსნათ, მაინც ვერ გაიგებთ, რადგან არც დროს და სივრცის განცდა გაქვთ, არც კონტექსტის და ფორმატის, სხვა მაღალ მატერიებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ. თქვენ გაქვთ პარტიული დავალება და ცდილობთ, შეასრულოთ. შემიძლია, მხოლოდ გითანაგრძოთ, სხვა ვერაფრით დაგეხმარებით…
ამასთან, "ოცნების" მთავარი იდეოლოგი და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფეიკ-ჯგუფებთან, ფეიკ-ნიუსებთან, ხელისუფლების მესიჯბოქსის გამხმოვანებელ ტროლებთან და ბოტებთან აფილირებული ლაშა ნაცვლიშვილი  არ ასაჯაროვებს მიმოწერის იმ ნაწილს, რაც მას ბექა ყორშიამ პირველ მესიჯზე გაცემული  შემდეგ მისწერა. 
ლაშა ნაცვლიშვილსა და ბექა ყორშიას შორის მიმოწერა ასე დასრულდა. 
სრულად მიმოწერას, ბოლო პასუხამდე, ნახავთ შაბათს  მიშა სესიაშვილის გადაცემაში "მთავარი შაბათს" ბექა ყორშიას სიუჟეტში.  
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY