14/12/202 204 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე არავის გამოუთქვმს ჯერ - ნიკა გვარამია თეა წულუკიანის კომენტარზე

ნიკა გვარამია იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ახლა კი განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, კომენტარს - "ნიკა გვარამიას პერფორმანსი გაბომჟებული საცოდაობაა, მზეთუანახავი ჰყავს სახლში? რატომაა გაღიზიანებული - წულუკიანი" -  Facebook-პოსტით ეხმაურება.
ნიკა გვარამია წერს, რომ ასეთი ღია და პირდაპირი მუქარა მისი ოჯახის წევრებზე, თან ასე საჯაროდ არავის გამოუთქვამს ჯერ. 
"1. ძალოვანი სტრუქტურაში არასდროს მიმუშავია. ყოფილ გენpროკურორს და ყოფილ იუსტიციის მინისტრს რომ პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო ძალოვანი სტრუქტურები გონია (სინამდვილეში სამართალდამცავია ორივე), რაზე უნდა ველაპარაკო ამ უვიცს. უვიცს, რომელსაც განათლება ჩაბარდა. და ჰიპერუკულტუროს, რომელსაც კულტურა ჩაბარდა.
2. ჩემი ცოლი, ჯერ ერთი, რომ ჩემთვის ნამდვილად მზეთუნახავია. მაგრამ ამისთვის რომ უკანონო თვალთვალი და პირადი ხელშეუხებლობა გარეგნული კრიტერიუმებით იზომება, აბა ეს საერთოდ სახლიდან როგორ გამოდის და ქუჩაში თავს როგორ არ უჭეჭყავენ? ეს ნახევრად ხუმრობით და სერიოზულად - ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე, თან ასე საჯაროდ არავის გამოუთქვმს ჯერ.
3. რუსული აბრევიატურა БОМЖ ნიშნავს без определенного места жительства. კი, მეც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, მაგრამ არ მიკეთებია ფული და არ მაქვს დღემდე სახლი და წულუკიანივით დაგროვლი დიდი ქონება. ნაქირავებში ვცხოვრობ. მესმის, რომ ეს დასაცინია ქართული ოცნებისთვის, მაგრამ მე ჩემი პატიოსნება ბევრად მეტდ მიღირს.
ახლა კი სრულიად სერიოზულად: ქართველო ერო, საერთოდ აღარაფრის აღარ გრცხვენიათ? მე უკვე ძალიან მრცხვენია, რომ დანაშაულს ჩავდივარ ჩემი ცოლ-შვილის წინაშე და ეგზისტენციალური რისკების წინაშე ვაყენებ მათ, ღია ეთერიდან უკვე მათ მიმართ მუქარებს ვასმენინებ ჩემი სამართლიანი ბრძოლის გამო. იჯექით თქვენ თბილ სახლებში და იფხანეთ გული ჩემი ტვს ყურებით და ჩემი ტექსტების მოსმენით. ფხანა ქეცმა იცის", - წერს გვარამია
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA