13/12/201 619 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ვის შეუტევს "გამარჯვებული" ივანიშვილი ნიკა გვარამიასა და "მთავარი არხის" შემდეგ - მიზანში კრიტიკული მედიაა

კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ოლიგარქის მთავარი სამიზნე, ნიკა გვარამიასა და "მთავარი არხის" შემდეგ, თავად გახდნენ. 
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ არაა გამორიცხული, ნიკა გვარამიას დევნის პარალელურად, ხელისუფლებამ თაროზე შემოდებული საქმე განაახლოს ტვ "პირველის" დამფუძნებლისა და მისი მამის - ვატო და ნუგზარ წერეთლების მიმართ.
ტვ "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი სიამოვნებით დახურავდა "მთავარ არხსაც" და სხვა კრიტიკულ მედიასაც. მისი თქმით, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გაიმარჯვა და ახლა რეპრესიებზე გადასვლას აპირებს. 
მესამე სექტორში კი მიიჩნევენ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განახლებული დევნა ერთგვარად, პოლიტიკური გზავნილის შემცველია. მათივე თქმით, ოლიგარქი სახელმწიფო უწყებებს იყენებს, რათა კრიტიკული მედია დასაჯოს. 
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას მსგავსი მუქარით ვერ შეაშინებენ, ხოლო "მთავარი არხი" მაინც არ გაჩერდება, თუნდაც ნიკა გვარამია დააკავონ. 
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ გუშინ, 12 დეკემბერს დაწერა, რომ ხელისუფლება საახალწლოდ მის დაკავებას გეგმავს, ასევე, თქვა, რომ ელჩების კეთილი სურვილი ესმის, მაგრამ "ოცნებამ" ისინი ტყვეთა ბაზრის ბროკერებად აქცია. მისივე თქმით, აშშ-ს საელჩოდან საგრანტო დაფინანსებებზე უარი მისდის ბზიშვილის ხელმოწერით.
ნიკა გვარამიამ, ასევე, განაცხადა, რომ არ აპირებს, ვინმეს ხელისუფლებიდან აპატიოს მისი შვილების ფსიქიკის მიყვანა უმძიმეს პრობლემებამდე.
ამასთან, ნიკა გვარამია ხაზს უსვამს, რომ ემსახურება დასავლეთს, მაგრამ პერიოდულად იღებს დანას ზურგში, მათ შორის, კელი დეგნანისგან.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA