04/12/202 113 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მეუფე იაკობი - შევიდა 90კაცი და სხვა არავინ, ხომ იცით რომ ისეთი ნდობა არ ექნებათ?

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებას და გარდაცვლილთა რიცხვის მატებას არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ 31 ოქტომბრის კენჭისყრა არ უნდა ჩატარებულიყო, მითუმეტს, რომ იაკობის აზრით - არჩევნებმა დაპირისპირება უფრო გაამწვავა და ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ვერ აღწევს:
ჩატარდა არჩევნები და რის ფასად? იმ ფასად, რომ არ შეზღუდეს, როცა დროზე იყო შესასზღუდი დადიოდნენ აგიტაციებზე ყველა პარტია, არავინ არ აკლებდა, ვისაც დიდი ფული ჰქონდა ისინი უფრო მეტს მოძრაობდნენ და ვირუსი გადი- გამოდიოდა. მერე იყო არჩევნები. 2 მილიონი კაცი მივედით და კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი იქაც დაავადდა...როდესაც მე გავაფრთხილე ხელისუფლება, 1500 და 1600-ს შორის იყო დაავადებულების რიცხვი...ექიმების ბრალი საერთოდ არ არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთ დიდი სიკვდილიანობა." ამბობს მეუფე იაკობი.
მორიგი პოლიტიკური გზავნილები ბოდბელმა ეპისკოპოსმა ისევ ამბიონიდან, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით დასრულებული წირვის შემდეგ, სოფელ ხირსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქადაგებისას გააკეთა.
მეუფე იაკობ ამბობს, რომ ერთპარტიულ პარლამენტს საკმარისი ნდობა არ ექნება, მისივე თქმით, ის ოპოზიციას არც შესვლისკენ მოუწოდებს და არც არშესვლისკენ, თუმცა შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს. მეუფე იაკობი ამბობს, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას დღეს ხალხში საკმარისი ნდობა არ აქვს და ეს არჩევნების პირველ ტურშიც გამოჩნდა, განსაკუთრებით ამ მხრივ მეუფე იაკობი დიდ ქალაქებს აღნიშნავს.
რა ხდება მერე? ნაწილი ამბობს, რომ შედის, ნაწილი ამბობს რომ არ შედის. მე საერთოდ არ მაინტერესებს ვინ შედის და ვინ არა - მე მაინტერესებს ერთი რაღაცა - რისთვის აგირჩიეთ, ერთმანეთში რომ გააგრძელოთ ეგ ბრძოლა უაზროდ?... მართლაც რომ გადადებულიყო რა იქნებოდა ხო? რომ ჩავატარეთ რა მივიღეთ? მოდით მარტივად შევხედოთ, შევიდა 90კაცი და სხვა არავინ- რა პარლამენტი იქნება და გინდა აირჩიონ მინისტრები, ხომ იცით რომ ისეთი ნდობა არ ექნებათ?...
ამოდენა ბერკეტები, რო გაქ და თბილისში ერთ რაიონსაც ვერ იგებ, ეს ჩემთვის ბევრის მანიშნებელია და თვითონაც ხვდებიან მაგას - ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი.
მეუფე იაკობი შიდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, გარე საფრთხეებზე, "რუსის შემოსვლაზე" და ისევ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს:
ვისზე ვაჭრობ, საქართველოზე ვაჭრობ? საქართველო ხომ მძიმე მდგომარეობაშია. ახლა რომ შემოვიდეს რუსი, რამდენს ჩამოგვაცილებს არ ვიცით? ...ამიტომ კეთილი ინებონ და არჩევნებმა ამდენი მსხვერპლი და დაავადებული გამოიწვია, თავის თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და ისე გააკეთონ , რომ ერი არ დაზიანდეს.
სეკულარული სახელმწიფოაო, სეკულარული ჩვენს ეკლესიასთან მიმართებაში გახდა? აბა ავიღოთ ვისთანაც არიან კავშირში..."გირჩმა" შექმნა რელიგიური ორგანიზაცია და დღესაც არ დაუშლია, რატომ გირჩზე არ იძახიან? იმიტომ, რომ ჩვენ მართლმადიდებლებს ვერ გვიტანენ და ვიღაცეების დავალებებითაც ლაპარაკობენ" ამბობს მეუფე იაკობი და პოლიტიკურ მხარეებს ისევ მიმართავს, რომ  "ეკლესიას შეუძლია ბევრი საკითხის მოგვარება"
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY