04/12/201 686 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკა მელია - „ქართული ოცნების“ ოცნებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს პარლამენტში შესვლას

„ქართული ოცნების“ ოცნებაა, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის” თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს პარლამენტში შესვლას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს იქნება საკუთარი ხალხის ღალატი.
„როგორც „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის”, თუნდაც 1 წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას არის უბრალოდ, “ქართული ოცნების” ოცნება. კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ არ ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, რაც გვესახება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია. ანუ “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის. არ შეიძლება, მაშინ როდესაც ოლიგარქმა ქვეყანაში არჩევნები არ ჩაატარა, შენ პარლამენტში შესვლით ლეგიტიმაცია მისცე პარლამენტს, რომელიც არ არის პარლამენტი და სინამდვილეში არის “კანტორა” ბიძინა ივანიშვილის ნება- სურვილების აღმასრულებელი. ჩვენ არ მიგვიღია არანაირი წინადადება “ქართული ოცნების” მხრიდან, ელჩების მეშვეობით, რომელიც გადაწყვეტილებას შეგვაცვლევინებდა. ძალაში ძალიან მყარად რჩება პოზიცია ბოიკოტის გაყალბებული არჩევნების მიმართ. სტატუსკვო შეიცვლება მხოლოდ ორი გზით ან “ქართული ოცნება” რეალურად წამოვა კომპრომისზე ან “ქართული ოცნება” დაკარგავს ძალაუფლებას, ასეთ პირობებში ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ეს იქნება ხვალ თუ ზეგ, ივანიშვილი იქნება იძულებული ქვეყანაში ჩაატაროს ახალი არჩევნები. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ რომელიმე, „ნაციონალური მოძრაობის” პარტიის სიით გასული ადამიანი შევა პარლამენტში - ეს არის ოცნება “ქართული ოცნების”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA