26/11/201 284 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი - 21-ე საუკუნეში „საპარლამენტო გულაგს“ აშენებს ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნამდე, მხარეები წითელ ხაზებზე არ უნდა საუბრობდნენ, „რადგან წითელი ხაზების წინასწარ დააანონსება, საფრთხის შემცველია“. აღნიშნულით ხუხაშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებისთვის რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია.
როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მოლაპარაკება ამ სიტუაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე დათმობს.
„ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამ ტიპის პოლიტიკურ კრიზისში არ შეიძლება, რომელიმე მხარე გამოვიდეს გამარჯვებული, აუცილებელია, რომ სახის შენარჩუნებით, რაღაც შეთანხმებას მიაღწიონ. პოლიტიკური ელიტა ვალდებულია გამოავლინოს სახელმწიფოებრივი აზროვნება. ამ პოლიტიკურმა ჩიხმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ბევრ სხვა რამეს. მე არ ვისურვებდი, რომ მხარეებს შეხვედრამდე ესაუბრათ რაიმე ტიპის „წითელ ხაზებზე“. ისინი ვალდებული არიან მოილაპარაკონ. რაზე მოილაპარაკებენ, ამაზე შეიძლება იყოს მსჯელობა, მაგრამ „წითელი ხაზების“ წინასწარ დააანონსება, საფრთხის შემცველია. ვფიქრობ, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც პოლიტიკურმა ელიტამ რაღაც დონის სიმწიფე მაინც უნდა გამოავლინოს. ამბიციები უნდა გადავიდეს უკანა პლანზე და ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. ერთი მხრივ, ეს უნდა მოხდეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მედიაციით და აგრეთვე, დადგა დრო, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ და ე.წ. „უპარტიო საზოგადოებამ“ თავიანთი მოდელი დადონ, თუ ამას პოლიტიკური ვერ ახერხებს, ამაში საზოგადოება უნდა დაეხმაროს”, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტის მიერ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების არ შეწყვეტას, ხუხაშვილის შეფასებით, ეს „საპარლამენტო გულაგის“ აშენებაა.
„ერთი მხრივ, კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტი არ შეუწყვეტს დეპუტატებს უფლებამოსილებას, მიუხედავად მათი განაცხადისა და მეორე მხრივ ამბობს, რომ დაფინანსებას შევუწყვეტთო. სად არის აქ ლოგიკა? მისი ეს ორი მოსაზრება ერთმანეთთან წინააღმდეგონაში მოდის და ლოგიკას მოკლებულია. რაც შეეხება დეპუტატებისთვის უფლებამოსილების არ შეწყვეტას, ამით 21-ე საუკუნეში „საპარლამენტო გულაგს“ აშენებს ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“. საკუთარი ნების გარეშე, ისინი ფაქტობრივად პატიმრობაში აჰყავთ პარლამენტში. ძალიან იწონებს კონსტიტუციით თავს კობახიძე და ეს კონსტიტუციის მეორე თავის რამდენიმე მუხლის დარღვევაა. აბსოლუტურ აბსურდშია პროცესი შესული“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA