18/11/201 462 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მაიკ პომპეო - გიორგი გახარიასთან თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.
„მე მქონდა პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძლიერი, დინამიური ორმხრივი ურთიერთობა მტკიცედაა დამყარებული ჩვენს საერთო ღირებულებებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებაზე,“- წერს მაიკ პომპეო.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, რომლის დროსაც საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ. რუსეთის ოკუპაციის პირობებში კიდევ ერთხელ დავადასტურე აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ,“- წერს მაიკ პომპეო.
მისი თქმით, სასიამოვნო იყო საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაც.
„სასიამოვნო იყო დღეს თბილისში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა. აშშ-ის საქართველოსთან თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რუსული ოკუპაციის პირობებში, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ურყევია“, - წერს სახელმწიფო მდივანი.
მაიკ პომპეო ასევე აღნიშნავს, რომ დიდი სიამოვნებით შეხვდა საქართველოს პატრიარქს.
„დიდი სიამოვნებით შეხვდი მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ილია მეორეს. აღუწერელია საქართველოს, როგორც საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ალიანსის წევრის, როლი რელიგიური თავისუფლების პოპულარიზაციასა და დაცვაში,“- აცხადებს მაიკ პომპეო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში პროგრესს მიაღწია.
„საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გულწრფელი საუბარი მქონდა სასამართლო რეფორმებსა და დემოკრატიულ პროგრესზე. საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში პროგრესს მიაღწია,“- წერს მაიკ პომპეო.
სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატების კერძო ინვესტიცია დამოკიდებულია სტაბილურ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე. „ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი - ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება,“- წერს პომპეო.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI