16/11/201 622 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მიხეილ სააკაშვილი - არ მაქვს პრეტენზია, რომ გვერდიდან უკეთესად ვხედავ რაღაცას, ვიდრე თქვენ ადგილზე

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და 2 კვირიან პროტესტს, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს მოჰყვა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი "დღის სტუმარში" საუბრისას ეხმაურება. 
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი და კოორდინირებული მუშაობა და პროტესტის გამოხატვა.
მესამე პრეზიდენტი პარალელს ავლებს ვარდების რევოლუციის პერიოდთან და ამბობს, რომ არც მაშინ იდგა რუსთაველის გამზირზე მუდმივად დიდი რაოდენობით ხალხი და აქციის მონაწილეთა რაოდენობა გადამწყვეტი მომენტების დროს იზრდებოდა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ პროცესებში ლიდერი არის ყველა, ვინც მასში მონაწილეობს და არა რომელიმე კონკრეტული გვარი.
ბევრად ნაკლები ხალხი იდგა ხშირად ვარდების რევოლუციის დროს ქუჩაში, ვიდრე დგას ახლა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გამოდიოდა ხალხი. მე მინდა გითხრათ რომ ბევრად ნაკლები ლიდერები იყვნენ ცნობადი, თქვენ იძახით ვინ არის ლიდერი? - ლიდერი არის ყველა ვინც არის წინა ხაზზე, ძალიან მაგარი ლიდერია ნიკა მელია, ძალიან მაგრად უჭირავს თავი გიგი უგულავას. ბევრს სწყინს, რომ ვაქებ, მაგრამ ელისაშვილი ... "ლელოს" მაგრად უჭირავს თავი და რაც მთავარია ახალგაზრდები, რაც მთავარია ეს ბუნებრივად აღმოცენებული ორგანიზაციები, უამრავი მაგარი ბლოგერები, ზოგი სახლშია, უბრალოდ ავად არის და რაღაცას წერს ბლოგზე, ეგეც ბრძოლის ფორმაა, ზოგმა გადმოფინა პლაკატები ფანჯრებიდან, ზოგმა ქვაბი დაიჭირა ხელში და ხელი დაარტყა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი ახლა საზოგადოებაში უიმედობის დათესვაა- არაფერ არ გამოვა, ეს არის ივანიშვილის მესიჯი - ამბობს ის 
ეს არის დიქტატურა და მეტი არაფერი, ეს არ არის ავტორიტარული რეჟიმი უუნარო რეჟიმი, ეს არის კლასიკური დიქტატურა, ერთი გაუნათლებელი ოლიგარქის, რომელმაც გადაწყვიტა რომ თავზე მოაჯდეს ერთერთ ყველაზე ცივილიზებულ ერს ევროპაში, რომელსაც უკვე გაგებული აქვს დემოკრატიის და თავისუფლების ფასი - ამბობს მიხეილ სააკაშვილი და კიდევ ერთხელ მიმართავს საზოგადოებას:
მე ვარ ერთ - ერთი თქვენგანი, მე არ მაქვს პრეტენზია ექსკლუზიურობაზე, არ მაქ პრეტენზია, რომ გვერდიდან უკეთესად ვხედავ რაღაცას, ვიდრე თქვენ ადგილზე - ამბობს მიხეილ სააკაშვილი "დღის სტუმარში" საუბრისას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტსაც გამოეხმაურა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დასკვნა შეაფასა:
პომპეოს წაკითხული ექნება IRI-ს დასკვნა, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა და თუ ჩვენ პომპეოს ჩამოსვლის დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ხალხის მობილიზება მშვიდობიანი აქციისთვის და მესიჯს მიტანა მისთვის და მასთან ერთად ჩამოსული უცხოელი ჟურნალისტებისთვის - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY