Babajana LOGO

პროკურატურაში ტოპოგრაფიული რუკები რუსეთის საიდუმლო ოფიცრის დახმარებით მოხვდა - "ფორმულა"

07 ოქტომბერს 2020 16:24ნახვები 1 152წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
ტოპოგრაფიული რუკები, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ  პროკურატურას მიაწოდა და რის საფუძველზეც დავითგარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები დააკავეს, ირაკლი ღარიბაშვილის უწყებას  "ოცნებასთან" დაახლოებულმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც, თავის მხრივ, ეს ინფორმაცია, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენეთ, რომ ჯერ კიდევ 29 სექტემბერს ნიკა გვარამიმ თქვა, რომ აქვს ინფორმაცია, ვინმე დავით ხიდაშელზე, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანის კარტოგრაფიული რუკები, რომელიც რუსეთში ინახებოდა, საქართველოს ხელისუფლებას გადასცა იმ მიზნით, თითქოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ისინი გადამალული ჰქონდა, სინამდვილეში კი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს რუკები საქართველოს არასდროს ჰქონია.
დღეს კი, "ფორმულა" წყაროზე დაყრდნობით, ამბობს, რომ  ხიდაშელი, წლების განმავლობაში უმსხვილეს რუსულ კორპორაცია "სისტემას" მართავდა და მასთან ერთად მუშაობდა ვინმე მუბარაშკინიც, იურიდიული განხრით. ამ კორპორაციას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და წამყვან თანამდებობებსაც მათი ხელდასხმული პირები იკავებენ. 
"ფორმულასვე" ინფორმაციით, მუბარაშკინი სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა რუსეთის საგარეო დაზვერვის ადგილობრივი რეზიდენტურების კოორდინაციის კუთხით, მათ შორის ბელგიაში. ხიდაშელი კი, წლების განმავლობაში მასთან აქტიურ კონტაქტზე მყოფი პირია.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება პროკურატურამ 29 სექტემბერს დაიწყო. შოთაძის უწყება  ამბობს, რომ სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიამ შეთანხმება საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ გააფორმა, თუმცა განცხადებაში არ არის დაკონკრეტებულ რომელ პერიოდზეა საუბარი. გამოძიების საფუძვლად კი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროდან,  2020 წლის 17 აგვისტოს მიღებულ ინფორმაციას ასახელებს.
ცნობისთვის, ამ გამოძიების ფარგლებში, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს დააკავეს, 2 ოქტომბერს კი თავად ბრალდებული ივერი მელაშვილი ამბობდა, რომ ეს წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღაა. 
აღსანიშნავია, რომ პრო-რუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსი" ჯერ კიდევ გასულ წელს ითხოვდა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებასუცნობია, კონკრეტულად რას მოიაზრებდა ირმა ინაშვილი, როდესაც კომისიის საეჭვო საქმიანობაზე საუბრობდა და სად იკვეთებოდა მისი ეჭვები და ხელისუფლების მიერ დაწყებულ მიმდინარე გამოძიება. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania