ევროკავშირი ლუკაშენკოს სანქციებს უწესებს
ევროკავშირი ბელარუსის პრეზიდენტსა და მის რეჟიმს სანქციებს უწესებს. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების 27-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო.
მათი გადაწყვეტილებით, ბალარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი ზეწოლა პასუხად სანქციათა ახალ ტალღას მიიღებს და შედგება იმ პირებისგან დაკომპლექტებული სია, რომლებიც ლუკაშენკოსთან ერთად, მომიტინგეთა უფლებებს ზღუდავდნენ.
უცხოური მედიის ინფორმაციით, სანქციები ვიზის მიღებისა და ფინანსური აქტივების დაბლოკვაზე გავრცელდება და სიაში მყოფ ყველა პირს შეეხება.
მანამდე კი, ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასა და ნავთობის მიწოდების შესაძლო შეწყვეტაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მინსკში 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარდა. ამომრჩეველი შედეგებით უკმაყოფილოა და ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და დემონსტრანტების დაკავებები დღემდე გრძელდება. მოსახლეობა დანებებას არ აპირებს და მთავრობის ლეგიტიმაციასთან ერთად ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ორი ადამიანი ემსხვერპლა.