ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ 5 ცალი ატამი 3 ლარი ღირდა და ახლა, უკვე "ოცნების" მმართველობის პირობებში, ის 1.80 თეთრი ღირს. მისივე თქმით, გლეხების წარმატება და ბედნიერება ახარებს.
"ქართული ოცნების" პირობებში არაერთ წინსვლას და წარმატებას მივაღწიეთ. თუნდაც, ბაზრების გახსნა. რას ნიშნავს თავისუფალი ბაზრების გახსნა გურჯაანელი გლეხებისთვის - მე წეღან მქონდა საშუალება და გურჯაანელ გლეხს ვესაუბრე, რომელიც აღტაცებული იყო. მან თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" დროს ყუთი ატამი ღირდა 3 ლარი, დღეს ღირს 2 ლარი ან 1.80 თეთრი, კილოგრამი ატამი. ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი ყველას დიდი წარმატება. ჩვენ გვიხარია, როცა გლეხი არის წარმატებული, დასაქმებული და ბედნიერი, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.დღესვე, თავდაცვის მინისტრმა ხელისუფლების ეროვნულ ამოცანად "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ველიდან გაყვანა დაასახელა.