Babajana LOGO

ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს 3 აპრილს ბერლინის მიმართულება დაემატა

28 მარტს 2020 16:15ნახვები 1 362წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით დადგენილ ფრენებს ბერლინის მიმართულება დაემატა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ბერლინი-თბილისის რეისი 3 აპრილს შესრულდება. „როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა. კერძოდ, 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს - ათენი-თბილისის, 26 მარტს კი ვენა-თბილისის რეისი. საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგში შევიდა ცვლილება და განრიგს მ.წ. 3 აპრილს დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც შეასრულებს კომპანია “Georgian Airways”. განრიგის თანახმად, 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია “LOT Polish Airlines”.აღნიშნულ რეისებზე ბილეთები გაიყიდება, ბერლინის შემთხვევაში კომპანია “Georgian Airways”-ის,ხოლო ვარშავის შემთხვევაში კომპანია “LOT Polish Airlines”-ის ვებ-გვერდებზე“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ფრენების განრიგი ასეთია: 28 მარტი - ვარშავა-თბილისი - „LOT Polish Airlines“ 31 მარტი - ამსტერდამი-თბილისი - „Georgian Airways“
3 აპრილი - ბერლინი-თბილისი - „Georgian Airways“
3 აპრილი - ვარშავა-თბილისი - „LOT Polish Airlines“
4 აპრილი -ლონდონი-თბილისი - „Georgian Airways“ (კომპანიის გეგმიური რეისი)
7 აპრილი -ათენი-თბილისი - „Georgian Airways“
10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი - „Georgian Airways“

აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაიყიდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია „Georgian Airways“ -ის ვებ-გვერდზე,ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია „LOT Polish Airlines“-ის ვებ გვერდზე.
ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania